პათოგენეზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''პათოგენეზი''' ({{lang-el|pathos – ავადმყოფობაბერძნ. ტანჯვა. თანამედროვე სამედიცინო და ბიოლოგიურ ტერმინოლოგიაში გამოიყენება,როგორც ავადმყოფობის განმსაზღვრელი ან – ორგანიზმის ნორმად მიღებული მაჩვენებლების გადახრის აღმნიშვნელი ტერმინი, ... ''გენეზი''}}) — [[პათოლოგია|პათოლოგიის]] ნაწილი, შეისწავლის პათოლოგიური პროცესისა და ავადმყოფისავადმყოფობის აღმოცენების, განვითარების, მიმდინარეობისა და გამოსავალის მექანიზმებს, დაწყებული მოლეკულური დონიდან, დამთავრებული იმ ცვლილებებით, რომლებიც ვითარდება ორგანოებსა და მათ სისტემებში. დაავადების არსის შეცნობა, უპირვეელს ყოვლისა, გულისხმობს მისი წარმოშობის მიზეზებისა და პირობების შესწავლას, ე.ი. მისი [[ეტიოლოგია|ეტიოლოგიის]] დადგენას.
 
პათოლოგიური პროცესები ორგანიზმში პათოგენური მიზეზის ზემოქმედების შედეგად განვითარებული დაზიანების გამო იწყება. ეტიოლოგიური ფაქტორის მოქმედების გარეშე დაავადება არ განვითარდება. ასე,რომ პათოგენეზი შეისწავლის იმ საკითხებს, რომლებიც ორგანიზმზე პათოგენური მიზეზის მოქმედების შემდეგ მიმდინარეობს. ეტიოლოგია პასუხობს შეკითხვაზე –"რატომ?",ხოლო პათოგენეზური სტადიის ცოდნა კი პასუხობს კითხვას "როგორ"?, რა გზით? რა მექანიზმით?. ხშირად ეტიოლოგია და პათოგენეზი მჭიდრო ურთიერთკავშირშია.ზოგჯერ ეტიოლოგიური ფაქტორი დაავადების ბოლომდე ორგანიზმში რჩება და პათოგენეზის განვითარების თავისებურებებში დიდ როლს თამაშობს (მაგ.ინფექციური დაავადებები). ზოგჯერ კი მიზეზი,მოქმედების შემდეგ აღარ მონაწილეობს დაავადების განვითარებაში(მაგ.მაიონიზებელი რადიაციის მოქმედება). როგორც ეტიოლოგია ისე პათოგენეზი პათოფიზიოლოგიის შემადგენელი ნაწილებია.
 
ზოგადი პათოგენეზი – გულისხმობს ზოგადად,ყველა დაავადებების ან დაავადებათა ჯგუფის განვითარების საერთო მექანიზმების ცოდნას. კერძო პათოგენეზი – კონკრეტული ავადმყოფობის განვითარების მექანიზმებს შეისწავლის.
 
პათოგენეზის შესწავლისას კვლევის ობიექტია – ორგანიზმის დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური, ცხოველმოქმედების დამრღვევი რეაქციების მიმდინარეობის თავისებურებების ცოდნა, გამოკვლევა და ამასთან ერთად,მათი საწინაამღდეგო, სანოგენეზური,ე.ი.გამოჯანმრთელებისაკენ მიმართული რეაქციების განვითარების გათვალისწინება. ასეთი რეაქციებია – ადაპტაციური,დაცვითი,საკომპენსაციო რეაქციები და პროცესები. დაავადება ჩამოთვლილი რეაქციების მჭიდრო ურთიერთკავშირების შედეგია. პათოგენეზის გარჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის რეაქციულობის ცოდნას,გენეტიკური ფაქტორების განსაზღვრას.
 
მიზეზ–შედეგობრივი კავშირების განვითარება დაავადებულ ორგანიზმში გვაძლევს ე.წ."მანკიერ წრეს",რომლის ჯაჭვიც პათოგენეზური რგოლებისაგან შედგება. ამ პათოგენეზურ რგოლებიდან ყველა ერთნაირი მნიშვნელობის არ არის. უნდა გამოვყოთ მთავარი,წამყვანი რგოლი მანკიერ წრეში. მთავარი რგოლი გულისხმობს იმ რგოლს, რომლის გარეშეც სხვა რგოლები არ განვითარდება და მანკიერი წრე არ შეიკვრება. მთავარი რგოლის ცოდნა, დაავადების პათოგენეზური მკურნალობისა და განკურნების აუცილებელი პირობაა. მაგ.ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის დროს წამყვანი,მთავარი რგოლია პანკრეასის ფუნქციის მოშლის გამო განვითარებული ინსულინის ნაკლებობა. ამ რგოლის ლიკვიდირება აქრობს ყველა სხვა გამოვლინებას(ჰიპერგლიკემია,ბულემია,პოლიფაგია,ცხიმების არასრული წვა,აცეტონემია, კომა). ზოგჯერ ეტიოლოგიური ფაქტორი, თან ახლავს დაავადებას და თამაშობს წამყვანი რგოლის როლს. მისი ლიკვიდირება მკურნალობისათვის აუცილებელია.
 
დაავადების პათოგენეზის ანალიზი საჭიროებს – პათოლოგიაში ადგილობრივსა და ზოგადს შორის ურთიერთანაფარდობის სწორ გააზრებას. აბსოლუტურად ლოკალური პათოლოგიური პროცესი არ არსებობს,მაგრამ საჭირო ხდება წამყვანი მხარის განსაზღვრა.მაგ.ფურუნკული, თუ გამოწვეულია ადგილობრივად ინფექციის ჩანერგვით, ადგილობრივი მკურნალობით განიკურნება, მაგრამ თუ ის ახლავს შაქრიან დიაბეტს ან სხვა რომელიმე გენერალიზებულ პათოლოგიურ პროცესს, მაშინ საჭიროა ბრძოლა ძირითად დაავადებასთან, ადგილობრივი მკურნალობა ამ დროს შედეგს არ მოგვცემს.
 
პათოგენეზის გარჩევისას საჭიროა დაავადების ფორმის და ფუნქციური თავისებურებების ურთერთდამოკიდებულების ცოდნა.პათოგენეზი ძირითადად დინამიურ პროცესებს მოიცავს,პრაქტიკოსი ექიმი პირველ რიგში ფუნქციაში მომხდარ ცვლილებას სწავლობს, მაგრამ მორფოლოგიური სურათის ცოდნამ შეიძლება სწორი წარმოდგენა მოგვცეს ავადმყოფობის განვითარების მექანიზმზე. თუმცა ზოგჯერ შეიძლება საერთოდ ვერ ვნახოთ მორფოლოგიური ცვლილებები(მაგ.ფსიქიური დაავადებების დროს). საჭიროა დაავადების სტადიების განსაზღვრა, ცოდნა – მწვავეა თუ ქრონიკული დაავადება,სპეციფიკურისა და არასპეციფიკურის გათვალისწინება.
 
პათოგენეზის ცოდნა,ეტიოტროპული და პათოგენეზური თერაპიის პრინციპებით მიდგომა, აუცილებელი პირობაა ავადმყოფობის განკურნებისა.
 
 
 
 
 
== ლიტერატურა ==
* ვ.ყიფიანი, პათოფიზიოლოგიის სახელმძღვანელო,პირველი ნაწილი,ზოგადი პათოფიზიოლოგია.2009.
* {{ქსე|7|636|ტატიშვილი ი., ნათაძე თ.}}
ნ.ზაიკო,პათოლგიური ფიზიოლოგიის სახელმძღვანელო,კიევი,1985.
პათოლოგიური ფიზიოლოგია,სახელმძღვანელო,ა.ადოს რედაქციით.მოსკ.,2001.
 
[[კატეგორია:პათოლოგია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პათოგენეზი“-დან