რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{უტექსტო}}
[[ფაილი:Russia Georgia Locator.png|მარჯვნივ|300px]]
საქართველო-რუსეთის ურთიერთობები-მოიცავს ურთიეროთბას საქართველოს და რუსეთის ფედერაციას შორის(1991 წლიდან),ისტორიული თვალსაზრისით ურთიერთობებს
ერთის მხრივ იმერეთის,კახეთის,ქართლის,ქართლ-კახეთის სამეფოებს,აფხაზეთის,გურიის,სამეგრელოს,სვანეთის სამთავროებს და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ხოლო მეორეს მხრივ მოსკოვის სამთავროს,რუსეთის სამეფოს,რუსეთის იმპერიას,ყუბანის სახალხო რესპუბლიკას და რუსეთის სფსრ და სსრკ-ს შორის.ასევე ზოგადად ქართველ და რუს ერებს შორის.ორ ერს შორის ურთიერთობებს გააჩნია მრავალსაუკუნოვანი და რთული ისტორია.
==ურთიერთობები 1491-1783 წლებში ==
[[საქართველო]]ს და [[რუსეთი|რუსეთს]] შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა [[XV საუკუნე]]ში, კერძოდ [[1491]] წელს როდესაც [[კახეთი]]ს მეფემ [[ალექსანდრე I]] მოსკოვის მთავარს [[ივანე III]] დახმარების თხოვნით მიმართა და მუსულმანი დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა.თუმცა [[მოსკოვი]]ს მთავარმა უარყო ალექსანდრეს შეთავაზება, რამაც ხანგრძლივი დროით საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების შეწყვეტა გამოიწვია.
ურთიერთობები აღდგა [[1550]]-ან წლებში, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ინიციატორად კახეთის მეფე [[ლევანი]] გამოვიდა, მან ამჯერად უკვე რუსეთის მეფეს [[ივანე IV]] მიმართა დახმარების და [[მუსულმანები]]ს წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თხოვნით.დიპლომატიური ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა ლევანის მემკვიდრის [[ალექსანდრე II]] მეფობის პერიოდში. რუსეთის მეფეები აიმედებდნენ ალექსანდრეს და პირდებოდნენ სამხედრო დახმარებას, სანაცვლოდ კი კახეთის მეფეს სთხოვდნენ რუსეთის მეფისთვის ერთგულების ფიცი მიეცა. [[1589]] წელს ალექსანდრემ ერთგულების ფიცი დადო, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო დაუსრულებელი ელჩობების და რამდენიმე სასულიერო პირის გამოგზავნის გარდა.აღსანიშნავია რომ რუსეთის ელჩები ცდილობდნენ მსგავსი ერთგულების ფიცი დაედებინათ საქართველოს სხვა მეფე-მთავრებისთვის, თუმცა მათი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. მაგალითად [[ქართლი]]ს მეფემ [[გიორგი X]] კატეგორიული უარი განაცხადა ფიცის დადებაზე.
კახეთის მეფის პრორუსული განწყობების შესახებ იცოდნენ [[სპარსეთი|სპარსეთში]] რომლის [[ვასალი]]ც იყო ალექსანდრე II, ამიტომ [[შაჰ-აბას I]] გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შეეცვალა ხელისუფლება კახეთში და პრორუსული ალექსანდრეს ნაცვლად გაემეფებინა მისი სპარსეთში გაზრდილი შვილი რომელიც შაჰის ერთგულებით გამოირჩეოდა. [[1605]] წელს სპარსელების დახმარებით კონსტანტინემ მოკლა თავისი მამა და ძმა [[გიორგი]], თვითონ კი თავი მეფედ გამოაცხადა [[კონსტანტინე I]] სახელით, რათქმაუნდა მან მაშინვე გაწყვიტა ურთიერთობები რუსეთთან რითაც დაასრულა კახეთის ნახევარსაუკონავანი პრორუსული პოლიტიკა.
XVII საუკუნის განმავლობაში [[საქართველო]]ში რუსეთის მიმართ ინტერესი გაიზარდა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, კახეთის გარდა [[იმერეთი]]ს და [[სამეგრელო]]ს მეფე-მთავრებიც შეეცადნენ.თუმცა ეს ურთიერთობები არ იყო მყარი და იცვლებოდა ამ სამეფო-სამთავროებში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად.ასე მაგალითად რუსეთთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ კახეთის მეფე [[თეიმურაზ I]], იმერეთის მეფე [[ალექსანდრე III]], სამეგრელოს მთავარი [[ლევან II დადიანი]]. ყველა მათგანი რუსეთს [[ოსმალეთი]]ს და [[სპარსეთი]]ს წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას თხოვდნენ, [[რუსეთი]] ისე როგორც ადრე აიმედებდა მათ, პირდებოდა სამხედრო დახმარებას და სანაცვლოდ მათგან ერთგულების ფიცის დადებას მოითხოვდა. თუმცა არცერთ მათგანს რეალურად არანაერი სამხედრო დახმარება არ გაუწია, მეტიც ამ მეფე-მთავრების პრორუსული პოლიტიკა გაღიზიანებას იწვევდა [[სტამბული|სტამბულში]] და [[ისპაჰანი|ისპაჰანში]], რაც ხშირ შემთხვევაში მათი სამხედრო კამპანიებით ან გადატრიალებებით სრულდებოდა რის შედეგადაც ხელისუფლებაში მათთვის მისაღები კანდიდატები მოჰყავდათ.
იმის გამო რომ რუსეთი არანაერ რეალურ სამხედრო დახმარებას არ უწევდა საქართველოს, მეფე-მთავრების მეორე ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ და მასთან ყოველგვარი ურთიერთობებისგან თავს იკავებდა ამ მხრივ გამოირჩეოდნენ ქართლის მეფეები [[როსტომი]] და [[ვახტანგ V]] რომლებიც სპარსეთთან ვასალური ურთიერთობების დამყარებას ამჯობინებდნენ, რაც მათ ქართლის სამეფოსთვის ომების აცილების და მშვიდად განვითარების საშუალებას აძლევდა.სხვა მეფეები კი მაგალითად ისეთები როგორც [[გიორგი XI]] იყო, მართალია ეომებოდნენ სპარსეთს მაგრამ რუსეთიდან დახმარების მიღების იდეა უტოპიად ეჩვენებოდათ და შესაბამისად არც მიმართავდნენ მოსკოვს დახმარების თხოვნით.
[[ფაილი:Vakhtang VI (European clothes).jpg|მინი|ქართლის მეფე ვახტანგ VI]]