რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
[[1722]] წელს ვახტანგმა შეკრიბა 40 000 მეომარი და [[განჯა]]ში ჩავიდა, სადაც გეგმის თანახმად უნდა შეერთებოდა რუსეთის არმიას სპარსეთის წინააღმდეგ ერთობლივად საომრად. [[პეტრე I]] არ შეასრულა დანაპირები და ბედისანაბარა მიატოვა ვახტანგი, ლაშქრობა არ შედგა. რუსეთის ღალატმა ქართლის სამეფო პირისპირ დატოვა გამძვინვარებული ირანთან, შაჰის ბრძანებით [[1723]] წელს ჩრდილოკავკასიელებისგან შემდგარმა ლაშქარმა აიღო და გადაწვა [[თბილისი]],იმავე წელს საქართველოს ახალი უბედურება დაატყდა თავს, ამჯერად ოსმალო დამპყრობლები შემოიჭრნენ ქართლში, აიღეს თბილისი და თორმეტი წლის განმავლობაში მოახდინეს ქართლის ოკუპაცია. [[1724]] წელს ვახტანგი იძულებული გახდა 1500 კაცთან ერთად რუსეთში წასულიყო.რუსეთის ნდობა ვახტანგს და მის შთამომავლებს მეფობის სამუდამოდ დაკარგვად დაუჯდათ.
ურთიერთობების ახალი ეტაპი XVIII საუკუნის 50-ანი წლებიდან დაიწყო,ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები ამ დროს შესამჩნევად გაძლიერდნენ და თავი გაითავისუფლეს ოსმალეთის და სპარსეთის ვასალობიდან.თუმცა არც სულთანი და არც შაჰი არ აპირებდა საქართველოს სამუდამოდ დათმობას. ამიტომ [[თეიმურაზ I]], [[ერეკლე II]] და [[სოლომონ I]] ცდილობდნენ სამხედრო დახმარება მიეღოთ რუსეთისგან, სანაცვლოდ კი იმპერატორს საქართველოს ოსმალეთის და სპარსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას პირდებოდნენ.სანკტ-პეტერბურგში თავდაპირველად გადაწყვეტილების მიღებას ერიდებოდნენ, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა [[1768]] წელს როდესაც [[რუსეთ-ოსმალეთის ომი]] დაიწყო.ამჯერად რუსეთისთვის საქართველო მეტად მნიშნელოვანი გახდა მისი მდებარეობის გამო, კერძოდ საქართველოდან შესაძლებელი იყო [[თურქეთი]]სთვის ახალი ფრონტის გახსნა, რაც მოწინააღმდეგეს აიძულებდა ერთობლივად რამდენიმე ფრონტზე ეომა და, საომარი მოქმედებების ძირითად ზონაში საკუთარი ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია ვერ მოეხდინა.
[[1769]] წელს [[ეკატერინე II]] გადაწყვიტა საქართველოში საექსპედიციო კორპუსი გამოეგზავნა გენერალ [[ტოტლებენი]]ს მეთაურობით.გეგმის თანახმად ტოტლებენი უნდა დახმარებოდა სოლომონ I, ოსმალების მიერ უკანასკნელი ლაშქრობის შემდეგ დაკავებული ციხე-სიმაგრეების გათავისუფლებაში.ასევე უნდა წაეხალისებინა საქართველოს მეფე-მთავრები ოსმალეთის წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედებებისაკენ.კერძოდ საიმპერატორო კარი იმედოვნებდა რომ ქართველები აწარმოებდნენ დივერსიულ ომს ოსმალეთის წინააღმდეგ ანუ მოაწყობდნენ თარეშს საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე თურქულ პროვინციებში, რითაც სერიოზულ მატერიალურ და სამხედრო ზარალს მიაყენებდნენ "ბრწყინვალე პორტას" და აიძულებდნენ მას უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კავკასიისთვის და უფრო მეტი სამხედრო გამოეგზავნა საზღვრების დასაცავად ამ მხარეში. ყოველივე ამაში რუსეთის როლი უნდა ყოფილიყო მორალური დახმარება და მცირედი სამხედრო თანადგომა, ეკატერინე II ტოტლებენს უბრძანა ეომა "რუსული სულით და ქართული ხორცით".ასევე ტოტლებენს მკაცრად მოთხოვეს არ ჩართულიყო არავითარ შემთხვევაში ფართომასშტაბიან ომში და არ მიეცა არც ერეკლე II და არც სოლომონ I საშუალება დივერსიების გარდა სერიოზული საომარი მოქმედებები დაეწყოთ მტრის ტერიტორიაზე.ამ ინსტრუქციების შესახებ არაფერი იცოდნენ საქართველოში და როგორც ქართლ-კახეთში ასევე იმერეთში იმედოვნებდნენ რომ ტოტლებენი ქართველებს დაეხმარებოდა [[მესხეთი]]ს გათავისუფლებაში, რომელიც XVI საუკუნიდან [[თურქები|თურქებს]] ქონდათ დაპყრობილი.
1769 წლის სექტემბერში პირველი რუსული სამხედრო შენაერთები საქართველოში ჩამოვიდნენ. იმავე წლის ოქტომბერში ტოტლებენმა და სოლომონ I ალყა შემაორტყეს [[შორაპნის ციხე]]ს, მაგრამ ტოტლებენმა მოულოდნელად მოხსნა ალყა და აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა. როდესაც ერეკლე II დარწმუნდა რომ ეკატერინე II მართლა აგზავნიდა თავის სამხედროებს საქართველოში, ისიც ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის ომში და [[1770]] წელს [[ახალციხის საფაშო]]ში შეიჭრა თავის ლაშქართან ერთად მას თან ახლდა ტოტლებენიც, თუმცა აქაც განმეორდა ის რაც შორაპნის ალყისას მოხდა ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე გადამწყვეტი ბრძოლის წინ.ქართლ-კახეთის და ოსმალეთის არმიებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა [[ასპინძა]]სთან 25 აპრილს სადაც ქართველებმა ერეკლეს მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ბრძოლის მოგების მიუხედავად ერეკლე II იძულებული გახდა საჩქაროდ უკან დაბრუნებულიყო რადგან ტოტლებენმა მის არყოფნაში ქართლ-კახეთის მოსახლეობის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება დაიწყო, ხოლო თავადებს ერეკლეს საწინააღმდეგოდ აქეზებდა.მეფის დაბრუნების შემდეგ ტოტლებენმა დატოვა ქართლ-კახეთი და კვლავ იმერეთში გადავიდა, სადაც სოლომონთან ერთად აიღო შორაპნის,[[ცუცხვათი]]ს და [[ბაღდათი]]ს ციხეები ამის შემდეგ მოკავშირეებმა ერთობლივი ძალებით შემოარტყეს ალყა [[ქუთაისი|ქუთაისს]]. ტოტლებენმა სოლომონთან შეუთახმებლად გააპარა ციხიდან გარნიზონი რითაც იხსნა ისინი სრული განადგურებისგან, ამ ფაქტმა სოლომონს და ტოტლებენს შორის ურთიერთობა გაამწვავა, უთანხმოებამ უფრო სერიოზული ხასიათი მიიღო მას შემდეგ რაც ტოტლებენმა ასევე სოლომონთან შეუთახმებლად ალყა შემოარტყა [[ფოთი]]ს ციხეს 1770 წლის 3 ოქტომბერს, რუსებმა ციხის აღება ვერ მოახერხეს და [[1771]] წლის 6 თებერვალს ალყა მოხსნეს. ტოტლებენს და სოლომონ I შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა რომ რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა შეეცვალა ტოტლებენი ხოლო მის ნაცვლად [[სუხოტინი]] გამოეგზავნა.თუმცა არც სუხოტინს უმოქმედია წარმატებულად საქართველოში და 1771 წელს რუსეთის ხელისუფლებამ , 4000 სამხედროსგან შემდგარი კორპუსი სამშობლოში გაიწვია.
ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოები, რუსეთის სამხედრო კონტიგენტის [[საქართველო]]დან წასვლის მიუხედავად მაინც აგრძელებდნენ იმპერატორისთვის მიცემული პირობის შესრულებას და [[ოსმალეთი]]ს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები არ შეუწყვეტიათ.[[1773]] წელს [[სოლომონ I]] და [[ერეკლე II]] გაერთიანებული ძალებით გაილაშქრეს [[ახალციხის საფაშო]]ში.ლაშქრობა თავდაპირველად წარმატებით მიმდინარეობდა [[ქართველები]]სთვის, მაგრამ სოლომონ I მოულოდნელად ავად გახდა რის გამოც მოკავშირეებს უკან დაბრუნება მოუწიათ.სულთანმა საპასუხოდ [[1774]] წელს იმერეთში 4 000 მეომრისგან შემდგარი არმია გამოგზავნა, რომელსაც სოლომონი უნდა დაემხო.1774 წლის [[6 თებერვალი|6 თებერვალს]] გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა [[ჩხერი|ჩხერთან]],სადაც იმერეთის არმიამ ჩასაფრება მოუწყო თურქებს, ბრძოლა [[თურქები]]ს სრული განადგურებით დასრულდა.იმავე წელს რუსეთს და ოსმალეთს შორის ომი დასრულდა, საზავო ხელშეკრულებაში მოხსენიებული იყო აგრეთვე იმერეთიც.ზავის მიხედვით რუსეთი ცნობდა ოსმალეთის უზენაესობას იმერეთის სამეფოზე და მთელ [[დასავლეთ საქართველო]]ზე, ასევე უბრუნებდა ოსმალებს იმ ციხე-სიმაგრეებს რომლებიც რუსეთის და იმერეთის ლაშქრებმა ერთობლივად აიღეს(თუმცა თურქებმა ამ ციხეების დაბრუნება ვეღარ შეძლეს, რადგან ისინი სოლომონ I ბრძანებით დაანგრიეს).სამაგიეროდ [[სტამბული]] ამიერიდან აღარ შეავიწროებდა ქრისტიანულ ეკლესიას, ასევე უარს ამბობდა ყოველგვარ ხარკზე.ეს მნიშვნელოვანი წარმატებები იმერეთის სამეფომ მოიპოვა პიველ რიგში იმერეთის მეფის სოლომონ I გამბედავი პოლიტიკის და ადგილობრივი მოსახლეობის თავგანწირვის შედეგად.საზავო ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი მესხეთზე, რომლის გათავისუფლებისთვის ასე თავგანწირვით იბრძოდნენ როგორც [[იმერეთი]]ს ასევე [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ები.შეიძლება ითქვას რომ რუსეთს 1770-ან წლებში საქართველოს სამეფო-სამთავროების ბრძოლაში ოსმალეთის წინააღმდეგ ფაქტობრივად არანაერი მონაწილეობა არ მიუღია, რამდენიმე ციხის ერთობლივად აღების გარდა,ხოლო ყველა გადამწყვეტ მომენტში(მაგ.[[ასპინძის ბრძოლა]]) უღალატა საქართველოს, რაც მთავარია საერთოდ არ დახმარებია საქართველოს მეფე-მთავრებს ძირითადი მიზნის მიღწევაში, [[მესხეთი]]ს გათავისუფლებაში.

==გეორგიევსკის ტრაქტატი==
[[ფაილი:Georgievsky treaty Soviet stamp 1983.JPG|მინი|გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის იუბილეს მიძღვნილი საბჭოთა[[სსრკ]]-ს საფოსტო მარკა]]
[[1780]]-ანი წლების დასაწყისში [[საქართველო]]ს და რუსეთს შორის ურთიერთობები კვლავ აღდგა, ამჯერად ურთიერთობების აღდგენის ინიციატორად რუსეთი გამოვიდა. 1774 წელს [[ოსმალეთი]]ს დამარცხების შემდეგ რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობა დაიწყო,რუსეთი შორეული სახელმწიფოდან საქრთველოს მოსაზღვრედ გადაიქცა. იმპერიის ზრდასთან ერთად იზრდებოდა ინტერსების სფერო რომელშიც საქართველოც მოექცა.1780-ანი წლების დასაწყისში საქართველოში ჩამოსული რუსი ელჩები,ჩინოვნიკები თუ მოგზაურები ურჩევდნენ [[ერეკლე II]] მიემართა იმპერატორისთვის [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს მფარველობაში აყვანის თხოვნით და არწმუნებდნენ რომ ამჯერად რუსეთი აუცილებლად დაეხმარებოდა საქართველოს.[[1782]] წელს ერეკლემ მიმართა რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფოს [[რუსეთი]]ს პროტექტორატში აყვანის თხოვნით.[[ეკატერინე II]] მაშინვე დათანხმდა ქართლ-კახეთის მეფის თხოვნას და შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება [[პავლე პოტიომკინი|პავლე პოტიომკინს]] დაავალა.

[[1783]] წლის [[24 ივლისი|24 ივლისს]] რუსეთში, [[გეორგიევსკი]]ს ციხე-სიმაგრეში გაფორმდა ტრაქტატი რუსეთის იმპერიას და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომელიც ისტორიაში [[გეორგიევსკის ტრაქტატი]]ს სახელით შევიდა. ტრაქტატს ქართლ-კახეთის მხრიდან [[იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი|იოანე ბაგრატიონ-მუხრანელმა]] და [[გარსევან ჭავჭავაძე]]მ მოაწერეს ხელი, ხოლო რუსეთის მხრიდან პავლე პოტიომკინმა.