ბარი (ფრინველი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: an:Falco cherrug
No edit summary
ხაზი 20:
| არეალის ლეგენდა =
}}
[[File: Faucon sacre MHNT.jpg|thumb|''Falco cherrug '']]
 
'''ბარი''', ''გავაზი'' (Falco cherrug) — მტაცებელი [[ფრინველები|ფრინველი]] [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] რიგისა. სხეულის სიგრძე 60 [[სმ]]-მდეა, ფრთების შლილი 130 [[სმ]]-მდე. დედალი მამალზე დიდია. ბუმბული ზურგზე მორუხო-მურაა, მუცელზე თეთრი, მურა ან შავლაქებიანი. ბარი ბუდობს ველისა და ტყე-ველის ზონაში, მთაში. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ [[ევროპა]]სა და [[აზია]]ში. იზამთრებს თავისი გავრცელების არეალის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე [[ინდოეთი|ინდოეთსა]] და [[აფრიკა]]ში. ბუდეს იკეთებს კლდეზე, ზოგჯერ ხეზე და სხვის ბუდეშიც იბუდებს. დებს 3-6 კვერცხს. ბარი მსხვერპლს იჭერს ფრენისას, შეუძლია აიტაცოს მიწიდანაც. იკვებება პატარა და საშუალო ზომის [[ფრინველები]]თ, თრიებით, მემინდვრიებითა და სხვა მღრღნელებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს. ბარს წვრთიან ფრინველებზე, [[კურდღელი|კურდღლებსა]] და [[ქურციკი|ქურციკებზე]] სანადიროდ. [[საქართველო]]ში გვხვდება ზამთრობით.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბარი_(ფრინველი)“-დან