სლავთმცოდნეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
სლავთმცოდნეობის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს [[ბართლომე კოპიტარი|ბ. კოპიტარმა (Bartholomäus (Jernej) Kopitar)]], [[ფრან მიკლოშიჩი|ფ. მიკლოშიჩმა (Fran Miklošič)]] ([[სლოვენია]]), [[ვატროსლავ იაგიჩი|ვ. იაგიჩმა (Vatroslav Jagić)]] ([[ხორვატია]]), [[ვუკ კარაჯიჩი|ვ. კარაჯიჩმა (Вук Стефановић Караџић)]] ([[სერბია]]), [[ადამ მიცკევიჩი|ა. მიცკევიჩმა (Adam Mickiewicz)]] ([[პოლონეთი]]), [[ლიუბენ კარაველოვი|ლ. კარაველოვმა (Любен Стойчев Каравелов)]] ([[ბულგარეთი]]) და სხვებმა.
 
[[რუსეთი|რუსეთში]] სლავთმცოდნეობის ჩასახვას უსწრებდა [[ლომონოსოვი, მიხეილ|მ. ლომონოსოვის]] ნაშრომები, რომლებშიც საყურადღებო მასალაა მოცემული [[სლავური ენები|სლავური ენების]] ნათესაობის, რუსული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში [[ძველი საეკლესიო სლავური ენა|საეკლესიო სლავურისა]] და მსოფლიო კულტურის განვითარებაში სლავების როლის შესახებ. რუსეთში [[მეცნიერება|მეცნიერული]] სლავთმცოდნეობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ნ. რუმიანცევისა და ა. შიშკოვის წრემ. პოლონეთში სლავთმცოდნეობის ფუძემდებელი იყო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ი. პოლოცკი (XVIII ს.), გერმანიაში — [[იოჰან გოტფრიდ ჰერდერი|ი. გ. ფონ ჰერდერი (Johann Gottfried von Herder)]] ([[XVIII საუკუნე|XVIII ს.]]). [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] I ნახევარში სლავთმცოდნეობის კათედრები შეიქმნა [[ევროპა|ევროპაში]] სლავური და არასლავური ქვეყნების უნივერსიტეტებში. რუსი მეცნიერებიდან სლავური ენების შესწავლაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ა. ვოსტოკოვს (გამოაქვეყნა „მსჯელობა სლავურ ენაზე“, „ძველი სლავური ენის ლექსიკონი“, 2 ტ.), ი. სრეზნეევსკის, ვ. გრიგოროვიჩს, ვ. შჩეპკინს, ფ. ფორტუნატოვს, ბოდუენ დე კურტენეს, ა. სობოლევსკის, ა. კარსკის, ა. სელიშჩევს და სხვებს. XIX საუკუნის II ნახევარსა და [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დამდეგს გაფართოვდა სლავთმცოდნეობის დისციპლინების დიფერენციაცია. [[ფილოლოგია|ფილოლოგიური]] პრობლემატიკის კვლევის პარალელურად მიმდინარეობდა ისტორიულ-ეკონომიური, [[სამართალი|სამართლის]], [[ეთიკა|ეთიკის]] და სხვა კვლევა. რუსეთში ფართო ლინგვისტურ კვლევასთან ერთად ([[ალექსეი შახმატოვი|ა. შახმატოვი (Алексей Александрович Шахматов)]]) ინტერესს იჩენენ სლავთა [[ეთნოგენეზი|ეთნოგენეზის]] პრობლემებისადმი. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო [[ჩეხები|ჩეხი]] ისტორიკოსის, არქეოლოგისა და ეთნოგრაფის ლ. ნიდერლეს მიერ „სლავური სიძველეების“ (ტ. 1-4, [[1902]]-[[1934]]) გამოცემა.
 
სლავთმცოდნეობის პრობლემებს დღეს ფართოდ იკვლევენ არა მარტო [[სლავეთი|სლავური ქვეყნების]] სამეცნიერო ცენტრებში, არამედ არასლავურ ქვეყნებშიც ([[ავსტრია]], [[გერმანია]], [[რუმინეთი]], [[საფრანგეთი]], [[ინგლისი]], [[აშშ]]) და ა. შ.