ოსტეოპოროზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
[[კატეგორია:ენდოკრინოლოგია]]
[[კატეგორია:ასაკთან დაკავშირებული დაავადებები]]
 
ყურადღება, ოსტეოპოროზი! 14.10.2008
ოსტეოპოროზი ძვლოვანი ქსოვილის გამეჩხერებაა.
ამ დაავადებას XX საუკუნის უხილავ ეპიდემიას უწოდებენ. გავრცელების მიხედვით მას დღეს მეოთხე ადგილი უკავია და ამ მხრივ მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ონკოლოგიურ და ენდოკრინულ პათოლოგიებს თუ ჩამოუვარდება. ამასთანავე, ოსტეოპოროზი ქალებში გაცილებით ხშირად გვხვდება, რაც ორგანიზმის ჰორმონული სტატუსის თავისებურებებით აიხსნება.
ოსტეოპოროზის რისკფაქტორებია:
საკვებთან ერთად საკმარისზე ნაკლები კალციუმის მიღება;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ის დაავადებები, რომლებსაც კალციუმის შეწოვის დარღვევა ახასიათებს;
ნაადრევი ან ქირურგიული (საკვერცხეების ამოკვეთის შედეგად განვითარებული) მენოპაუზა;
სხეულის მცირე (56 კგ-ზე ნაკლები) წონა;
ზოგიერთი პრეპარატის (გლუკოკორტიკოსტეროიდების, თირეოიდული ჰორმონების, ანტიკონვულსანტების და სხვათა) ხანგრძლივი მიღება;
ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელების, ღვიძლისა და თირკმელზედა ჯირკვლების ზოგიერთი დაავადება;
ხანგრძლივი იმობილიზაცია (უმოძრაობა);
ცხოვრების უძრავი სტილი.
ოსტეოპოროზი თავისთავად არასოდეს აღმოცენდება. მას ყოველთვის ორგანიზმში მიმდინარე ესა თუ ის დარღვევა, ესა თუ ის პათოლოგია განაპირობებს. ვითარდება თანდათანობით, შეიძლება ითქვას, უსიმპტომოდაც, პირველი სიგნალი უმეტესად მოტეხილობაა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ოსტეოპოროზს ზურგის ტკივილი, სიარულის დარღვევა და სხვა სიმპტომები ავლენს. ეს დაავადება ქალებს უმეტესად კლიმაქსურ პერიოდში უვითარდებათ და სასქესო ჰორმონების გამომუშავების შემცირებასთან არის დაკავშირებული. ესტროგენები - ქალის სასქესო ჰორმონები უშუალო გავლენას ახდენს ძვლოვანი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლაზე, მათი ნაკლებობა კი დასაბამს აძლევს ძვლოვანი ქსოვილის გამეჩხერებას (კალციუმის ე. წ. გამორეცხვის ხარჯზე).
ოსტეოპოროზის განვითარებასა და პროგრესირებას ხელს უწყობს:
სუფრის მარილისა და ყავის ინტენსიური მოხმარება (ძლიერდება შარდთან ერთად კალციუმის ორგანიზმიდან გამოყოფა);
შემწვარ-მოხრაკულის უხვი მირთმევა (ასეთ კერძებში უხვად არის სახეცვლილი, დაჟანგული ცხიმები, ექსტრაქტული ნივთიერებები);
ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება და თამბაქოს წევა (ორივე ეს ფაქტორი აქვეითებს ნაწლავებში კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვას);
შიმშილობა და ვეგეტარიანული (მცენარეული) დიეტა;
ფოსფატების (კოკა-კოლასა და სხვა ამგვარი სასმელების) უხვი მიღება.
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის, რაც ძვლოვანი ქსოვილის მინერალური ცვლის უზრუნველყოფას გულისხმობს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რაციონალურ, ადეკვატურ კვებას. კვების რაციონი უნდა აკმაყოფილებდეს ცილებისა და ცხიმების, ნახშირწყლებისა და მინერალური ნივთიერებების მოთხოვნილებას, მდიდარი იყოს შეუცვლელი ამინომჟავებით, ვიტამინებითა და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. საკვების ინგრედიენტებს შორის ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და სტრუქტურულ-ფუნქციური სიჯანსაღისთვის უმთავრესი კალციუმია, ამიტომ ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია რაციონის გამდიდრება კალციუმითა და D ვიტამინით გაჯერებული პროდუქტებით (ასეთია ფოთლოვანი ბოსტნეული, ნიგოზი, ორაგული, სარდინი, კამბალა, შვრია, პარკოსნები, რძის ნაწარმი, ჩირი). გარდა ამისა, რაციონში უნდა ჩავრთოთ ხახვი, ნიორი, კვერცხი და გოგირდის შემცველი სხვა სურსათი - ამ ელემენტს დიდი მნიშვნელობა აქვს ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებისთვის.
რა უნდა გახსოვდეთ:
ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და რეგულარული ვარჯიში ნებისმიერ ასაკში აჯანსაღებს ძვალსა-ხსროვან სისტემას და უზრუნველყოფს მის სრულფასოვან ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ორგანიზმზე სხვა მხრივაც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს: ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შინა-განი ორგანოების პათოლოგიათა რისკს, ზრდის ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის მასასა და ხარისხს, აუმჯობესებს მოძრაობათა კოორდინაციასა და მოქნილობას. ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური ფორმი-რებისა და განახლებისთვის უმთავრესი მოძრაობა და ფიზიკური აქტივობაა, ამიტომაც გვირჩევენ სპე-ციალისტები:
ფეხით სიარულს;
სათანადო ვარჯიშების შესრულებას;
ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას და უმოძრაობასთან ბრძოლას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსტეოპოროზი“-დან