ბარხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ბარხანი''' — [[რელიეფი]]ს დადებითი ფორმა, [[დიუნა|დიუნის]] სახესხვაობა. წარმოადგენს [[უდაბნო]]ს კონტინენტურ დიუნას, [[ქარი]]თ მოტანილსა და მცენარეებით გაუმაგრებელი ფხვიერი ქვიშის ბორცვს. მყარ გრუნტზე დახროვებული ცალკეული და ჯგუფური ბარხანები ქვიშის ნაკლებობისას დაბალია (0,5-იდან რამდენიმე მეტრამდე), მაგრამ შეიძლება 100 მ-ზე მეტ სიმაღლესაც მიაღწიოს.
 
ბარხანისთვის დამახასიათებელია ნახევარმთვარისებრი და ნამგლისებრი მოხაზულობა, გრძელი და დამრეცი (5-15°), საქარე და ციცაბო (30-33°) ქარზურგა ფერდობები, რომლებიც ქარის მიმართულებით წაგრძელებულ ”რქებში”„რქებში“ გადადის.
 
ქვიშით ერთიანად დაფარულ ფერდობებზე ქარის სხვადასხვა რეჟიმის პირობებში ბარხანს სხვადასხვა ფორმა ეძლევა. ბარხანები წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრიდან ასეულ მეტრამდე იცვლის ადგილს.
 
მოძრავ დიუნებსა და ბარხანებს დიდი ზიანი მოაქვთ, რამეთუ ქვიშის დიდი მასები ფარავენ საზოგადოების მიერ კეთილმოწყობილ ტერიტორიებს (მინდვრებს, ბაღებს და ა.შ.).
ბარხანებს უჭირავს ქვიშიანი უდაბნოს მცენარეულობას თითქმის მოკლებული უბნები. ბარხანები ბევრია [[საჰარა]]ში, აგრეთვე შუა აზიის უდაბნოებში - [[ყარაყუმი|ყარაყუმსა]] და [[ყიზილყუმი|ყიზილყუმში]].
 
== იხილეთ ასევეაგრეთვე ==
* [[დიუნა]]
 
== ლიტერატურა ==
 
* ქსე, ტ. 2, გვ. 219, თბ., 1977.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბარხანი“-დან