კილიმანჯარო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
 
ჰანს მეიერი, გერმანელი პროფესორი, იყო პირველი ევროპელი, რომელმაც მთა კილიმანჯარო დაიპყრო. მას თან ახლავდა ავსტრიელი მთამსვლელი ლუდვიგ პურჩელერი და მარანგუს სამხედრო სკაუტი კინიალა ლაუვო. მათ მწვერვალს 1889 წლის 5 ოქტომბერს მიაღწიეს. <ref>[http://www.mountkilimanjaro.org.uk/facts-about-mount-kilimanjaro/ "ფაქტები კილიმანჯაროს შესახებ"]</ref>
 
==გეოლოგია==
კილიმანჯარო აფრიკის უმაღლესი მთა და მსოფლიოს [[:კატეგორია:შვიდი მწვერვალი|შვიდ მწვერვალთაგან]] სიმაღლით მეოთხეა. მისი უმაღლესი წერტილი, უჰურუს პიკი, ზღვის დონიდან 5.895 მეტრზეა.
 
კილიმანჯარო სამი ვულკანური კრატერისგან შედგება: კიბო 5.895 მ, მავენზი 5.149 მ და შირა 3.962 მ. უჰურუს პიკი კიბოს კრატერის კიდეზე უმაღლესი მწვერვალია.
 
კილიმანჯარო უზარმაზარი [[სტრატოვულკანი]]ა, რომელმაც წარმოქმნა მილიონი წლის წინ დაიწყო, როდესაც [[აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზი|აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის]] გაყოლებაზე დედამიწიდან [[ლავა]] იღვრებოდა. მისი სამი პიკიდან ორი, მავენზი და შირა, ჩამქრალია, ხოლო კიბო (უმაღლესი პიკი) მძინარეა და კვლავ შეიძლება ამოხეთქოს. უკანასკნელი მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაახლოებით 360.000 წლის წინ უნდა მომხდარიყო, ხოლო ბოლო აქტიურობა 200 წლის წინ დაფიქსირდა.
 
მიძინების მიუხედავად, კილიმანჯაროს მთავარი მწვერვალი კიბოს კრატერზე რამდენიმე არხიდან გაზი ამოდის. მეცნიერებმა 2003 წელს დაასკვნეს რომ მდნარი [[მაგმა]] ამ მწვერვალის კრატერიდან სულ 400 მეტრის სიღრმეზე იყო.{{ფაქტი}} წარსულში კიბოს მწვერვალზე რამდენიმე ჩავარდნა და მეწყერი მომხდარა, რომელთაგან ერთ-ერთის დროს ე. წ. დასავლეთის ნარღვევი წარმოიქმნა.
 
==დალაშქვრის გზები==
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კილიმანჯარო“-დან