ამილახვრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
შეიცვალა ვიკისაწყობში ატვირთული გერბებით
ხაზი 1:
{{ინფოდაფა საგვარეულო
|საგვარეული=ამილახვრები
|გერბი=COA_aAmilakhvariAmilakhvari COA.jpg
|გერბის აღწერა=ქონგურისებრად გადაკვეთილი ფარის ზედა ოქროს ველზე მიქაელ მთავარანგელოზი ხმლით; ქვედა მეწამულ ველზე ოქროს საწმისი. მანტია და სათავადო გვირგვინი<ref>ზაგაშვილი გ., ჩიბაძე მ. „ჰერალდიკის საფუძვლები“, თბ., 2006;</ref>.
|დევიზი=
ხაზი 33:
ამილახვრების გვარი წარმოსდგა [[ამილახორი|ამილახორის]] სამოხელეო თანამდებობისაგან. ამილახორი [[არაბული ენა|არაბულად]] საჯინიბოს ამირას, [[მეჯინიბეთუხუცესი|მეჯინიბეთუხუცესობას]] ნიშნავდა (არაბ. ამირ ახურ — საჯინიბოს ამირა). [[ვეფხისტყაოსანი|„ვეფხისტყაოსანში“]] ტახტზე ასული თინათინი, საბოძვარს რომ გასცემს, ასე მიმართავს ერთგულ ყმას: „ამილახორო მოასხი, რემა, ჯოგი და ცხენია.“ ის იყო გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მოხელე — [[ამირსპასალარი]]ს თანაშემწე, [[სავაზირო]]ს წევრი სათათბიროს ხმით. მისი ხელქვეითი მოხელენი იყვნენ [[მეაბჯრეთუხუცესი|მეაბჯრეთუხუცესი]] და [[მეჯინიბეთუხუცესი|მეჯინიბეთუხუცესი]]. დარბაზობის დროს ამილახორი პატივით [[მეჭურჭლეთუხუცესი|მეჭურჭლეთუხუცესთან]] და [[მსახურთუხუცესი|მსახურთუხუცესთან]] იყო გათანაბრებული<ref> მეტრეველი ვ. ქართულის სამართლის ისტორია, გვ. 103, თბ., 2009.</ref>. საქართველოს სამეფოს პოლიტიკური დაშლის (XVI ს.) შემდეგ, ამილახორი ზემო ქართლის (ახლანდელი [[შიდა ქართლი|შიდა ქართლის]]) [[სადროშო|სადროშოს]] სარდალი და, როგორც წესი, გორის [[მოურავი|მოურავიც]] იყო. ამ მემკვიდრეობითი თანამდებობის სახელწოდებიდან წარმოიშვა ახალი გვარი — ამილახვარი<ref>იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997 წ.</ref>. გარდა ამისა, [[იოანე ბატონიშვილი|იოანე ბატონიშვილის]] ცნობით, [[ძვ. წ. 65]] წელს, [[პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში|პომპეუსის ქართლში ლაშქრობისას]], მას თან ახლდა რომაელი მხედარი, რომელმაც ქართლში დარჩენა განიზრახა და მისმა შთამომავლებმა, [[ზედგენიძეები|ზედგნიძეთა]] გვარით მოიპოვეს თავადის ტიტული მე-XI საუკუნეში<ref>იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997 წ.</ref>.
 
[[ფაილიFile:25g3xq5zen3y65hამილახვართა ღერბი.jpg|thumb|150პქ|მარცხნივ|გერბის შუა ნაწილში გამოსახულია, თუ როგორ მოკლეს შეთქმულებმა იოთამ ზედგენიძე.]]
ამილახვარი უძველესი წარჩინებული გვარია ფეოდალურ საქართველოში. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბაგრატიონის]] ცნობით, ამილახვრების გვარის გენეალოგიას უძველეს თავადურ გვართან - [[ზედგენიძეები|ზედგენიძესთან]] (ზევდგინიძეები) მივყავართ<ref>ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990</ref>. ამილახვრების სათავადოს საფუძველი ჩაეყარა XIV საუკუნის დამდეგს. ამ გვარმა აღზევება დაიწყო XIV საუკუნიდან, როცა მდინარეების [[რეხი|რეხისა]] და [[მეჯუდა|მეჯუდის]] სანაპირო ტერიტორიაზე დამკვიდრდა. გადმოცემის თანახმად, [[იოთამ ზედგენიძე|იოთამ ზედგენიძემ]] შემთხვევით გაიგო, რომ მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. მან შესთავაზა [[გიორგი VIII|გიორგი VIII-ს]], რომ იმ ღამეს თავად დაწვებოდა მეფის ლოგინში, ხოლო რომ მოკლავდნენ, არ დავიწყებინა მისი შვილები. მეფემ მიიღო იოთამის რჩევა. შეთქმულებს მეფის ლოგინში მყოფი იოთამ ზედგენიძე მეფე ეგონათ და მოკლეს იგი. გიორგი VIII-მ დამნაშავენი დასაჯა, ხოლო იოთამის უფროს ვაჟს „მიუბოძა ციხენი და მამულნი და სპასპეტობა ქართლისა, მოურავობა გორისა და სასაფლაო სამთავისი და კარისა თვისისა ამილახორობა მსახურებისათს მამისა მისისა“<ref>იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997 წ</ref>. ეს ისტორიული ფაქტი ამილახვრების გერბში ცენტრალურ ალაგზეა განთავსებული, რომელსაც იოთამ ზედგენიძის შთამომავლები ატარებდნენ. XV-XVI საუკუნეებში სათავადოს მფლობელნი ზევდგინიძე-ამილახვრებად იწოდებოდნენ, XVII საუკუნიდან კი ამილახვრებად<ref>ქიქოძე მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს. (საამილახორო), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35</ref>.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამილახვრები“-დან