ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: uk:Яфетична теорія
No edit summary
ხაზი 1:
'''"ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება"''', [[მარი, ნიკოლოზ|ნ. მარის]] მიერ 1923-1934 წლებში შექმნილი საენათმეცნიერო თეორია. "ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება" ხელაღებით უარყოფს ისტორიის შედარებით მეთოდს, ენათა ნათესაობას, ენათა გენეალოგიურ კლასიფიკაციას. ამ თეორიის ძირითადი დებულებებია: ენა არის ზედნაშენი; იგი კლასობრივი მოვლენაა. ადამიანთა ურთიერთობის პირველადი საშუალოება იყო ჟესტმიმიკის (კინეტიკური, ხელის) ენა. ბგერითი ენა წარმოიშვა გაბატონებული კლასის - მოგვების წრეში, როგორც ტომებთან ურთიერთობის საშუალებას. ენათა წარმოქმნა-განვითარების ანუ გლოტოგონიური პროცესი ერთიანია: ა) მსოფლიოს ყველა ენა წარმოშობილია ერთი და იმავე მასალისაგან - ოთხი თავდაპირველი ელემენტისაგან, რომელთა პირობითი სახელებია სალ, ბერ, იონ, როშ ან A, B, C, D და რომლებიც შეიძლება დაიძებნოს ნებისმიერი ენის ყოველ სიტყვაში; ბ) ყველა ენა განვითარების ერთსა და იმავე საფეხურს გაივლის, ერთი საფეხურიდან (სტადიიდან) მეორეში გადასვლით ხდება აფეთქების (მუტაციის) გზით, ყველა ენა ნარევია. ენაში ყოველგვარი ცვლილება შედეგია ამ ენაზე მოლაპარაკე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებებისა.
 
"ახალიახალ საენათმეცნიერო მოძღვრებაში" ცენტრალური ადგილი უკავია ენათა სტადიურ კლასიფიკაციას. განვითარების ყველაზე ძველი საფეხურია [[იაფეტური თეორია|იაფეტური]] სტადია, ყველაზე ახალი - ინდოევროპული. 1950 წელს გაზეთ "[[პრავდა|პრავდის]]" მიერ მოწყობილმოწყობილმა საენათმეცნიერო დისკუსიამ ნათელყო "ახალი საენათმეცნიერო მოძღვრების" მეცნიერული უსაფუძვლობა.
== ლიტერატურა ==
* ''შარაძენიძე თ.,'' ენათა კლასიფიკაციის პრინციპები, თბ., 1958;