გვარამ მამფალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გვარამ (გუარამ) მამფალი''' (გ. [[882]]), IX საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, [[აშოტ I დიდი|აშოტ I]] დიდის უმცროსი ძე, [[ბაგრატ I კურაპალატი|ბაგრატ I]] კურაპალატის თანამმართველი, [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] [[ტაო]]ს შტოს ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი. წარმატებით იბრძოდა არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ. შეიპყრო თბილისის ამირა [[გაბულოცი]] და ბიზანტიაში გაგზავნა დატყვევებული, დაიპყრო [[ჯავახეთი]], თრიალეთი, ტაშირი, აბოცი (აშოცი) და არტაანი (ამ დროს უნდა მიეღო მას "[[მამფალი]]ს" ტიტული). [[სამცხე]]ში აუგია ციხეები - [[ოძრხე]], ჯვარის ციხე და ლომსიანთა. IX საუკუნის 80-იან წლებში გვარამ მამფალმა თრიალეთი დაკარგა (მას დაეუფლა [[ლიპარიტ I]], რომელმაც [[დავით I კურაპალატი|დავით I]] კურაპალატის ვასალობა იკისრა). გვარამ მამფალმა არ თანაუგრძნობდა თავის ძეს [[ნასრა]]ს, რომელმაც თრიალეთის გამო ბაგრატიონებს შორის ატეხილი დავის დროს ღალატით მოკლა (881) დავით I. სიცოცხლის ბოლო წლებში გვარამ მამფალმა ჯავახეთი, არტაანი და ტაშირი თავის ძმებს ბაგრატ I კურაპალატსა და [[ადარნასე I]]-ს, ხოლო [[აბოცი]] ცოლისძმას, სომეხთა მეფეს [[სმბატ I]] დიდს გადასცა, თავად კი ბერად აღიკვეცა და მალე გარდაიცვალა კიდეც. დასაფლავებულია მის მიერ მეორედ აშენებულ ოპიზის მონასტერში. [[გიორგი მერჩულე]] გვარამ მამფალს დიდ მამფალსა და დიდ ხელმწიფეს უწოდებს. მისივე სიტყვით გვარამ (გუარამ) მამფალი ფრიად სიტყვახელოვანი და განსწავლული კაცი ყოფილა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გვარამ_მამფალი“-დან