ევტიქი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
დაიბადა [[ფრიგია]]ში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლის ეკლესიის მღვდლის, ისიხის ასული. წმინდა ევტიქიმ პირველდაწყებითი განათლება და ქრისტიანული აღზრდა პაპასთან მიიღო. ერთხელ, თამაშის დროს, პატარა ევტიქიმ საკუთარი სახელი დაწერა პატრიარქის ტიტულით და თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი. თორმეტი წლის ევტიქი [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინეპოლში]] გააგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. ყმაწვილმა ბრწყინვალედ აითვისა სხვადასხვა მეცნიერება და მიხვდა, რომ ყოველგვარი ადამიანური სიბრძნე არარაობაა ღვთაებრივი გამოცხადების წინაშე. მან გადაწყვიტა, ბერად აღკვეცილიყო. წმიდა ევტიქი ამასიის ერთ-ერთ მონასტერში წავიდა. ღვთივსათნო ცხოვრების გამო მალე ის მთელი ამასიის მონასტრების არქიმანდრიტად აირჩიეს.
 
როცა კეთილმსახური იმპერატორის, [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანეს]] ([[527]]-[[565]]) დროს V მსოფლიო კრება მზადდებოდა, ამასიის [[მიტროპოლიტი]] დასნეულდა და თავის ნაცვლად წმინდა ევტიქი გაგზავნა კონსტანტინეპოლში. აქ წმინდანი მოხუცმა პატრიარქმა [[მინა (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|წმინდა მინამ]] ([[536]]-[[552]], ხს. [[7 სექტემბერი|7 სექტემბერ]]ს) ნახა და პატრიარქობა უწინასწარმეტყველა. წმინდა მინას სიკვდილის შემდეგ იმპერატორ იუსტინიანეს [[პეტრე მოციქული]] გამოეცხადა და უფლის ნება აუწყა: დაქვრივებულ ტახტზე ევტიქი უნდა აღსაყდრებულიყო.
 
წმინდა ევტიქის საპატრიარქო მოღვაწეობის დასაწყისში მოწვეულ იქნა [[კონსტანტინოპოლის მეორე საეკლესიო კრება|V მსოფლიო კრება]] ([[553]]), რომელზეც მამებმა წარმოქმნილი ერესები განსაჯეს და ანათემას გადასცეს. რამდენიმე წლის შემდეგ ეკლესიაში გაჩნდა ახალი ერესი, რომელიც ასწავლიდა, რომ [[ქრისტე]]ს არ განუცდია ვნებანი.