ხევი (მხარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|ხევი|ხევი}}
[[File:KheviHisorical.jpg|მინიატიურა|ხევი]]
'''ხევი''', ''წანარეთი'' — [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს [[კავკასიონი|კავკასიონის]] ჩრდილოეთ ფერდობზე [[თერგი|თერგის]] აუზში და მოიცავს [[თრუსო]]ს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს. აღმოსავლეთითესაზღვრება მასისტორიული ესაზღვრებარეგიონები: აღმოსავლეთით — [[ხევსურეთი]], სამხრეთით - [[მთიულეთი]], ჩრდილოეთით - [[ოსეთი]], დასავლეთით - [[შიდა ქართლი|შიდა ქართლის]] მთიანეთი. [[საქართველოს ტერიტორიული მოწყობა|საქართველოს თანამედროვე ტერიტორიული მოწყობით]] ხევი [[მცხეთა-მთიანეთის მხარე]]ს ეკუთვნის, მოქცეულია [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი]]ს შემადგენლობაში, რომლის ცენტრიც დაბა [[სტეფანწმინდა]]ა.
 
ხევის მთავარი მდინარეა [[თერგი]], რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის კალთაზე, [[ზილგახოხი|ზილგახოხის]] მყინვარში.
 
ხევი იგივეა, რაც ადრინდელი შუა საუკუნის [[წანარეთი]]. მატიანეში „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“ ([[IX საუკუნე]]) [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] მოვნების თხრობასთან დაკავშირებით მოხსენებულია „ხევი წინარეთისა“წანარეთისა“. შემდგომში სახელმწიფოსახელწოდება "წინარეთი"„წანარეთი“ ხმარებიდან თანდათან გამოვიდა და ზოგადი სახელი ხევი იქცა მხარის საკუთარ სახელად. ერთდროულად [[წანარები|წანარების]] სატომო სახელის ნაცვლად ჩნდება ტერმინი „მოხევე“. დარიალის ხეობაში ძველთაგანვე გადიოდა ერთ-ერთი გზა, რომელიც ამიერკავკასიას (მათ შორის საქართველოს[[საქართველო]]ს) აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიასა და კავკასიის გადაღმა მხარეებთან ([[საქართველოს სამხედრო გზა]], [[დარიალის ხეობა]]). რეგიონის სამხედრო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა აქ სიმაგრეთა სისტემების არსებობა. საუკუნეების განმავლობაში ხევი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარეობდა, გარდა იმ პერიოდისა, როცა იგი არაგვის ერისთავებს ემორჩილებოდა ([[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] [[1620-იანები|20-იანი]] წლებიდან [[1743]] წლამდე, [[არაგვის საერისთავო|არაგვის საერისთავოს]] გაუქმებამდე).
 
[[XVIII საუკუნე]]ში ხევი იყოფოდა სტეფანწინდის, სნოს, ფანშეტისა და მნის სამოურავოებად. მთიულეთის [[1804]] აჯანყების დროს მოხევეები აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ხევში შემორჩენილია [[IX საუკუნე|IX]]-[[X საუკუნე|X საუკუნეების]] ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გარბანის წმინდა გიორგის ეკლესია, სიონის სამნავიანი ბაზილიკა, თრუსოს მთავარანგელოზის ეკლესია, სოფელ ახალციხის ბაზილიკა, ბეთლემის სამონასტრო კომპლექსი. გვიანდელი შუა საუკუნის საერო ნაგებობები: სნოს ციხე, არშის ციხე და სხვა.
 
ხევის მთელი ტერიტორია [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის მხარის]] [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი|ყაზბეგის მუნიციპალიტეტში]] შედის. მუნიციპალიტეტის ცენტრია დაბა [[სტეფანწმინდა]].
 
{{საქართველოს ისტორიული მხარეები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხევი_(მხარე)“-დან