ორაკული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: zh:神諭
No edit summary
ხაზი 1:
'''ორაკული''' ([[ლათინური ენა|ლათ]]. oraculum, oro — ვამბობ, ვთხოვ) — პიროვნება ან ინსტიტუტი, რომელიც წინასწარმეტყველების ან ბრძნული რჩევის წყაროდ აღიქმებოდა [[ძველი ბერძნები|ძველ ბერძნებსა]] და აღმოსავლეთის კულტურებში; ხშირად სპირიტუალურსპირიტულ ხასიათს ატარებდა და შეუმცდარ ავტორიტეტად ითვლებოდა. ძველ სამყაროში ბევრმა ადგილმა მოიხვეჭა ორაკულისეული სიბრძნის გადმოცემის რეპუტაცია: ეს ადგილებიც ორაკულები ხდებოდა თავად იმ მჭერმეტწყველმჭევრმეტყველ პიროვნებებთან ერთად.
 
ორაკულები ცნობილი იყო ანტიკური ხანის ყველა ცივილიზაციისთვის. [[ჩინეთი|ჩინეთში]] ორაკულის ძვლებისძალების გამოყენებას '''შანგის დინასტიამდე''' (ძვ.წ. 1600 - ძვ.წ. 1046) მივყავართ. '''I ჩინგი''' (ცვლილებათა„ცვლილებათა წიგნიწიგნი“) ქრონოლოგიურად დალაგებულ ნიშანთა კრებულია, რომელიც ორაკულად გამოიყენებოდა იმ პერიოდში. გარდა ორაკულისა "I ჩინგს" დიდი გავლენა ჰქონდა ჩინეთის ფილოსოფიაზე, ლიტერატურასა და სახელმწიფოებრიობაზე ჟუს დინასტიიდან მოყოლებული (ძვ.წ. 1122 - ძვ.წ. 256).
 
კლასიკურ საბერძნეთში უმთავრესი ორაკული - [[სიბილა]] (ან პითია) [[დელფოს ტაძარიორაკული|დელფოს აპოლონის ტაძარში]] იმყოფებოდა. ორაკულს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ბერძნულ კულტურაში; ბერძნები მას რჩევას ეკითხებოდნენ მნიშვნელოვანი წამოწყებების - ომების, კოლონიების დაფუძნების და ა.შ. განხორციელებამდე. ნახევრად ბერძნული ქვეყნები საბერძნეთის გარშემო, როგორებიცაა [[მაკედონია]], [[ლიდია]], [[ცარია]] და [[ეგვიპტე|ეგვიპტეც]] კი დელფოს ორაკულის წინ ქედს იხრიდნენ. ლიდიის მმართველი [[კრესოსი]] დელფოს ორაკულს დაეკითხა რჩევას [[სპარსეთი|სპარსეთზე]] შეტევის წამოწყების წინ და [[ჰეროდოტე|ჰეროდოტეს]] მიხედვით ამგვარი პასუხი მიიღო: "შენ გაანადგურებ უდიდეს იმპერიას". ირწმუნა რა, რომ პასუხი მისთვის სასარგებლო იყო, კრესოსმა სპარსეთს ომი გამოუცხადა, თუმცა საბოლოოდ საკუთარი იმპერია გაუნადგურდა.
 
ორაკულს, გადმოცემის თანახმად, [[სოკრატე]] საბერძნეთის უბრძნესუბრძენეს ადამიანადამიანად შეურაცხავს, რაც სოკრატეს ასე აუხსნია - ის ყველაზე ბრძენი იყო, ვინაიდან სხვებისგან განსხვავებით მხოლოდ თავად აღიარებდა საკუთარ უმეცრებას. მე-3 საუკუნეში ორაკულმა (შესაძლოა ქრთამის მეშვეობით) გამოაცხადა, რომ ამიერიდან ღმერთი მას აღარ დაელაპარაკებოდა.
 
[[კრეტა|კრეტაზე]] მდებარეობდა მეორე მნიშვნელოვანი ორაკული, რომელიც აპოლონს ემსახურებოდა. მას საბერძნეთში ყველაზე ზუსტ ორაკულად თვლიდნენ.
ხაზი 11:
ეგვიპტეში, [[ამონი|ამონის]] ტაძარში იმყოფებოდა ორაკული, რომელსაც ბერძნები [[ზევსი|ზევსს]] უკავშირებდნენ. [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე დიდს]] ერთხელ მოუნახულებია იგი და გადმოცემით ორაკულს ის [[ამონი|ამონის]] ვაჟად შეურაცხავს, რასაც უფრო განუმტკიცებია ალექსანდრესთვის წარმოდგენა საკუთარი ღვთიური წარმოშობის შესახებ.
 
[[ტიბეტი|ტიბეტში]] ორაკულებს, ისევე როგორც წარსულში, ამჟამადაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ [[რელიგია|რელიგიასა]] და [[პოლიტიკა|პოლიტიკაში]]. სიტყვა ორაკული ტიბეტელებისთვის მიუთითებს [[სული|სულზე]], რომელიც საჭიროებისამებრ [[მედიუმი]] ადამიანის სხეულში ისადგურებს. მედიუმები, მაშასადამე, ცნობილი არიან, როგორც ''კუტენი'', რაც ფიზიკურ ბაზისს ნიშნავს. [[დალაი-ლამა]], რომელიც გახიზნულია ტიბეტიდან და ჩრდილოეთ ინდოეთში ცხოვრობს, დღესაც ეკითხება რჩევას ნეჩუნგის ორაკულს, რომელიც ტიბეტის მთავრობის ოფიციალურ სახემწიფოსახელმწიფო ორაკულად ითვლება. ტრანსისა და დასაკუთრების პროცესი მას სრულად აქვს აღწერილი წიგნში "თავისუფლება გადასახლებაში".
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორაკული“-დან