კანაიმის ეროვნული პარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: hi:कानाईमा राष्ट्रीय उद्यान
No edit summary
ხაზი 26:
[[1994]] წელს, [[იუნესკო]]მ პარკი [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] სიაში შეიტანა, რადგან აქ მდებარეობს არაერთი [[ტეპუი]] – მაგიდის ზედაპირისმაგვარი გაბრტყელებული პიკის მქონე მწვერვალები, რომლებიც დამახასიათებელია მთელი ამ არეალისათვის.
 
ყველაზე ცნობილი ტეპუია [[პორაიმისრორაიმა (მთა)|რორაიმის მთა]] — ყველაზე მაღალი, მაგრამ ამავე დროს, მთასვლელთათვის ადვილად დასაპყრობი. ასევე [[აუიანტეპუი]] — რომელზეც გადმოედინება მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერი [[ანხელი]]. აღნიშნული მთები უძველესი ასაკისაა და მიეკუთვნება იმ პერიოდს, როცა [[სამხრეთ ამერიკა]] და [[აფრიკა]] ერთ სუპერკონტინენტს წარმოადგენდა.
 
პარკში ცხოვრობენ ადგილობრივი ინდიელები — [[პემონი]]ს ტომი, კარიბის ენათა ჯგუფიდან. პემონის ხალხს ამ მთებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია, მათ სჯერათ, რომ იქ სულები სახლობენ. პარკი შედარებით მოწყვეტილია გარესამყაროს, ქალაქთან მხოლოდ რამდენიმე პატარა გზა აკავშირებს. პარკის ტერიტორიაზე გადაადგილების და დათვალიერების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ვერტმფრენი. ასევე შესაძლებელია ფეხით ან კანოეთი მოძრაობა.