სატურნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.6.5) (ბოტის დამატება: zu:USatureni)
{{მმ*|სატურნი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Saturn (planet) large.jpg|thumbnail|250px|სატურნი რგოლებით]]
'''სატურნი''' (ძვ. ქართული სახელწოდება '''კრონოსი''' ან '''ზუალი'''<ref>ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება / ვ. ნოზაძე. — სანტიაგო დე ჩილე : [[ავთანდილ მერაბაშვილი]], [[1957]]. — 262 გვ.</ref>) — სიშორით მეექვსე პლანეტაა [[მზე|მზიდან]]. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა [[მზის სისტემა|მზის სისტემაში]] [[იუპიტერი (პლანეტა)|იუპიტერის]] შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი [[სატურნი (ღმერთი)|სატურნის]] სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.
 
სატურნის პირველი ფოტოსურათი [[პიონერ 11]] -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ -ის მანძილიდან. მაშინ აგრეთვე მისი რამდენიმე თანამგზავრი აღმოაჩინა და სურათები გადაუღო.
 
 
'''==სატურნის რგოლები'''==
 
სატურნს ირგვლის მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს, რომლის 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვერისგან შედგება. რგოლების სისქეა დაახლოებით 20 მ. ყველაზე ახლო რგოლი სატურნის ეკვატორის ზედაპირიდან 6630 კმ -ზეა, ყველაზე შორი 120 700 კმ -ზე. ამ რგოლების შესახებ 2 თეორია არსებობს. პირველი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ეს რგოლები სატურნის რომელიღაც დაშლილი თანამგზავრის ნაწილებია, ხოლო მე 2 თეორიის მიედვით, მილიარდობით წლის უკან მზის სისტემის ამ ადგლზე სატურნი სწორედ ამ მტვრის ნაწილაკების შეერთებით წარმოიქმნა.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
 
{{ასტრონომია}}