სიმონ ბოლივარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა [[კარაკასი|კარაკასში]] კრეოლი არისტოკრატის ოჯახში. ჭაბუკობა გაატარა [[ევროპა]]ში. მან ფიცი დადო, რომ მთელ სიცოცხლეს შესწირავდა სამშობლოს გათავისუფლებისათვის ბრძოლას.: "მევფიცავ შენს წინაშე; მე ვფიცავ ჩემი მშობლების ღმერთის წინაშე; მე ვფიცავ ჩემს ღირსებას; და ვფიცავ ჩემს სამშობლოს; რომ არ დავყრი იარაღას, არ დავზოგავ ჩემს სულს, მანამ სანამ არ დავამსხვრევ ჩვენს მჩაგვრელ ჯაჭვებს რომლებიც ახორციელებენ ესპანეთის ძალაუფლებას"

[[1807]] წელს ბოლივარი დაბრუნდა ვენესუელაში და აქტიური მონაწილეობა მიიღო ესპანელთა უღლის დამხობაში. ესპანელთა მიერ ვენესუელის რესპუბლიკის განადგურების შემდეგ გამაგრდა ახალი გრანადის ცენტრალურ ნაწილში (თანამედროვე [[კოლუმბია]]), სადაც ესპანელებთან ბრძოლაში რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. [[1813]] წელს ბოლივარმა აიღო კარაკასი და შექმნა ვენესუელის მეორე რესპუბლიკა. კარაკასის მუნიციპალიტეტმა მას მიანიჭა განმათავისუფლებლის წოდება. [[1814]] წელს ესპანეთის ჭარბ ძალებთან ბრძოლაში დამარცხდა და ემიგრაციაში წავიდა. [[1816]] წელს დაბრუნდა ვენესუელაში და წარმატებით შეებრძოლა ესპანელებს. ბოლივარის არმიას წარმატებებში ისიც უწყობდა ხელს, რომ მან გააუქმა მონობა ([[1816]]) და გამოსცა დეკრეტი განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცების მიწებით უზრუნველყოფის შესახებ.
 
[[1819]] წელს ბოლივარის არმიამ დაამარცხა ესპანელთა ჯარები, [[ვენესუელა]]მ დამოუკიდებლობა მოიპოვა. იმავე წელს ბოლივარმა გადაწყვიტა ვენესუელიდან თოვლიანი [[ანდები]]ს ქედით (ანდების ქედი გასდევს სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპირო ზოლს და ზოგ მონაკვეთში უშუალოდ ეკვრის [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეს]]) გადასულიყო ახალი გრანადის დასავლეთ ნაწილში და ესპანელთა ბატონობისაგან გაეთავისუფლებინა ეს ვრცელი ოლქიც. ანდებზე გადასვლისას მებრძოლებს უნდა გაევლოთ უღრანი ტროპიკული ტყეები, თოვლიანი მთები და ნიანგებით სავსე მდინარეები. წვიმა და თოვლი მებრძოლებს სახეში სცემდა, ბევრი მათგანი უფსკრულში ცვიოდა, 4 ათასი მეტრის სიმაღლის თოვლიან უღელტეხილებზე ასვლის დროს ჰაერის უკმარისობის გამო მებრძოლები გონს კარგავდნენ. ბოლივარი წინ მიუძღოდა ლაშქარს. დიდი გაჭირვების მიუხედავად, უღელტეხილები დაძლეულ იქნა. ბოლივარის გაწამებული, ჩამოძონძილი, ფეხშიშველი მეომრები ახალი გრანადის დასავლეთ ნაწილში გადავიდნენ. [[ბოგოტას ბრძოლა|ბოგოტასთან ბრძოლაში]] ისინი გააფთრებით ეკვეთნენ ესპანელებს, რომლებმაც ვერ გაუძლეს ბოლივარელებთან ხელჩართულ შერკინებას და დანებდნენ. ახალი გრანადის დასავლეთი ნაწილი ვენესუელასთან გაერთიანდა და შეიქმნა [[დიდი კოლუმბია|დიდი კოლუმბიის]] რესპუბლიკა. ბოლივარი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_ბოლივარი“-დან