მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

[[ფაილი:Romanarrival გე.JPG|thumb|300px|საომარი მოქმედებები 264 წელს]]
=== მესინა ===
{{მთავარი|მესინასმესინის ბრძოლა}}
ძვ. წ. 264 წელს როდესაც კამპანიელებმა დახმარებისთვის კართაგენელებს მიმართეს, მათ დაუყონებლივ ჩააყენეს თავისი ჯარები [[ჰანონი]]ს მეთაურობით მესინაში. . რომაელებმა, კამპანიელთა ნაწილის დახმარებით ჩაიგდო ქალაქი ხელში, ჰანონი კი ტყვედ აიყვანეს და აიძულეს ებრძანა კართაგენელი ჯარისკაცებისთვის დაეტოვებინა ქალაქი. ამის შემდეგ გათავისუფლებული ჰანონი პუნებმა სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მის ადგილას ჰანონი, ჰანიბალის ძე გამოაგზავნეს. მან განამტკიცა კავშირები სიცილიის ქალაქებთან, ახალი ხელშეკრულება დადო სირაკუზის მეფე ჰიერონთან და ამის შემდეგ დაიწყო მესინას ალყა. კართაგენელები ქალაქის ჩრდილოეთით გამაგრდნენ, ხოლო სირაკუზელები სამხრეთით, კართაგენული ფლოტი კი სიცილიის ჩრდილო სანაპიროსთან განლაგდა.