მეღვინეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.1) (ბოტის დამატება: cs:Výroba vína
No edit summary
ხაზი 2:
 
[[ქართველები|ქართველი]] ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, იმუშავებდა როგორც სუფრის ღვინოების (კახური, ქართლის, იმერული, რაჭა-ლეჩხუმის, აფხაზური და სხვა), ისე სადესერტო ღვინის მიღების ტექნოლოგიას. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები: თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები. განსაკუთრებით საინტერესოა ალაზნის ველის სამაროვნების (ძვ. წ. I ათასწლეული) გათხრის შედეგად აღმოჩენილი კერამიკური ჭურჭელი, აგრეთვე მცხეთის მახლობლად (ბაგინეთში) ნაპოცნი ჭურჭელი, რომელიც ძვ. წ. IV-III ათასწლეულით თარიღდება, და ძვ. კოლხეთის ტერიტორიაზე ვანში აღმოჩენილი ქვევრებიანი სარდაფი (ძვ. წ. III-II სს.) . ბორჯომის რაიონის სოფ. ჭობისხევში ნაპოვნ მიწით დაფარულ მარანში იყო 11 ქვევრი, ვარძიაში აღმოაჩინეს ასამდე ქვევრი, რომელთა შორის ერთი იყო ორმაგკედლიანი. თერმოსის მსგავსი. სავარაუდოა, რომ ამგვარი ქვევრი ღვინის თერმული დამუშავებისათვის იყო განკუთვნილი, უმთავრესად ნახევრად ტკბილი, შუშხუნა ღვინოების მისაღებად. ძველ საქართველოში ყურძენს ქვის ან ხის საწნახლებში ფეხით ჭყლეტდნენ, შემდეგ ქვევრებში მთლიანად ან ჭაჭის ნაწილზე დაადუღებდნენ. ღვინო გადაჰქონდათ ტიკებითა და რუმბებით, ინახავდნენ ქვევრებში.
{{ესკიზი}}
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეღვინეობა“-დან