ვეგეტატიური ნერვული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
ვეგეტაციური ნერვული სისტემა (ვნს) შედგება ორი ნაწილისაგან - [[სიმპათიკური]] და მისი თანამგზავრი [[პარასიმპათიკური]], რომლებიც აინერვირებენ შინაგან ორგანოებს.
როგორც სიმპათიკური, ისე პარასიმპათიკური ნერვული სისტემა შედგება ცენტრალური და პერიფერიული ნაწილებისგან. ვეგეტაციური ნერვული სისტემის ერთიანი ცენტრები მოთავსებულია [[თავის ტვინი]]ს ჰემისფეროების ქერქში, ზოლიან სხეულში და ჰიპოთალამუსის მიდამოს ბირთვებში. ვეგეტაციური ნერვული სისტემის ნერვული ბოჭკოები ფუნქციის მიხედვით შეიძლება იყოს - მგრძნობიარე (აფერენტული), მამოძრავებელი (ეფერენტული) და სეკრეციული. ვნს-ის ნერვული ბოჭკოები, გამოსული შესაბამისი ცენტრებიდან მიემართება მომუშავე ორგანოსკენ და მისვლამდე შეწყდება მხოლოდ ერთ, რომელიმე ნერვულ კვანძში. ამგვარად, არჩევენ ორ მონაკვეთს: პირველი მონაკვეთი ცენტრიდან - კვანძამდე ანუ პრეგანგლიური ბოჭკო; მეორე მონაკვეთი კი - ნერვული კვანძიდან მომუშავე ორგანომდე ანუ რუხი ფერის პოსტგანგლიური ნერვული ბოჭკო.
 
{{წყარო: რამაზ ხეცურიანის ,, ადამიანის ნორმალური ანატომია'' . თბილისი 2006წ}}
== ლიტერატურა ==
რამაზ ხეცურიანი, „ადამიანის ნორმალური ანატომია“, თბილისი, 2006