სისხლის სამართალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წაიშალა კატეგორია სამართალი (HotCat-ის გამოყენებით)
პირველი დონის სათაურები შევცვალე მეორეთი
ხაზი 4:
როგორც პრაქტიკაში, ასევე დოქტრინაში განასხვავებენ მატერიალურ და პროცესუალურ სისხლის სამართალს.
 
==ისტორია==
 
ძველი ცივილიზაციები ერთმანეთისგან არ ასხვავებდნენ სისხლისა და სამოქალაქო სამართალს. პირველი დაწერილი სამართლის კოდექსები შუმერებმა შექმნეს. დღემდე არსებული აღმოჩენების თანახმად, პირველი დაწერილი კოდექსი მიიღო ურის ნეო-შუმერმა მეფემ ურ-ნამუმ დაახლოებით <big>[[2100-2050]]</big> წლებში ქრისტეს შობამდე. თუმცა, ცნობილია, რომ მანამდე არსებობდა ლაგაშელი ურუკაგინას კოდექსიც. სხვა უძველეს კოდექსთაგან მნიშვნელოვანია ასევე ხამურაბის კოდექსი, რომელიც ბაბილონის სამართლის ბირთვს შეადგენდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი გაიუსის [[კომენტარები]] თორმეტი ტაბულის კანონებზე ერთმანეთში ურევდა სისხლისა და სამოქალაქო სამართალს. სისხლისა და სამოქალაქო სამართლის ერთმანეთისგან გარჩევის პირველი მცდელობა შეიმჩნეოდა ინგლისის ნორმანების მიერ დაპყრობის პერიოდში.
ხაზი 12:
პირველი სისხლის სამართლის კოდექსი მიიღო საფრანგეთმა, რომელსაც ნაპოლეონის კოდექსსაც კი უწოდებენ. აქვე აღსანიშნავია გერმანელთა წყვლილი ამ საქმეში. ცნობილი მეცნიერი და იურისტი [[ანსელმ ფოიერბახი]] მუშაობდა სისხლის სამართლის კოდექსზე, რომელიც ბავარიის კოდექსის სახელითაა ცნობილი.
 
==სისხლის სამართლის მიზნები==
 
სასჯელის საშუალებით სისხლის სამართალი გარკვეულ მიზნებს ისახავს. სისხლის სამართლის მიზნები განსხვავებულია იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის სახელმწიფოა ან/და რა ტიპის საზოგადოებაა მოცემულ სახელმწიფოში. თუმცა, თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოების სისხლის სამართალში შემდეგი ხუთი მიზანი დომინირებს: სამაგიეროს გადახდა, პრევენცია, ინდივიდუალური დამნაშავის გაუვნებელყოფა, რეაბილიტაცია და რესტიტუცია.
ხაზი 27:
 
 
==სისხლის სამართლის წყაროები==
სისხლის სამართლის წყაროები არცთუ იოლი ცენებაა. საზოგადოდ უნდა ითქვას რომ მას აქვს ორი ძირითადი წყრაო, ესენია: საკანონმდებლო და დოქტრინალური წყაროები.
საკანონმდებლო წყარო არის უმაღლესი წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონები, როემლიც არეგულირებს სისხლსი სამართლის საკითეხებს. აქედან უმთავრესი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას. სხვა საკანონმდებლო წყაროებად შეიძლება მივიჩნიოთ მაგალითად საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომელნიც განსაზღვრავემ სისხლის სამართლის საკითხებს.
ხაზი 33:
სისხლის სამართალი არ არის მხოლოდ, კოდექსი და საკანონმდებლო აქტების კრებული, იგი არის მთელი მეცნიერება, თეორიათა კრებული, რომელსაც აქვს თავის მიზანი, კვლევის საგანი, ფუნქციები და თავის მეთოდები. სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანესი წყაროა მეცნიერ-იურისტთა დისერტაციები, ნაშრომები და თეორიები, რომელნიც ატარებენ დოქტრინალურ ხასიათ, ანუ ისინი ვინმესთვის სავალდებულ ხასიათის არმქონეა
 
==აღსრულების მექანიზმი==
 
თითოეული სამართლის დარგის სიცოცხლისუნარიანობა აღსრულების მექანიზმების ეფექტურობაზეა დამოკიდებული. სისხლის სამართალი სამართლის ის დარგია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აღსრულები მექანიზმები გააჩნია.