რქაწითელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.5.2) (ბოტის დამატება: ru:Ркацители)
[[სურათი:Rkatsiteli 2.jpg|thumb|რქაწითელის ჯიშის ყურძენი]]
'''რქაწითელი''' — ქართული ტექნიკური [[ვაზი]]ს ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ჯიში განეკუთვნება [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამ-ხუთფრთიანი, მტევანი საშუალო ზომის ან დიდი, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო-ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით. პერიოდი დაკვირტვიდან ტურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, [[ხორნაბუჯი]]ს ტერიტორიაზე 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100-3200 c პირობებში მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. ჯიში ყინვაგამძლეა. ნახევრადმდგრადია მილდიუს მიმართ მცირედ ზიანდება იოდიუმით.
 
[[სურათი:Rkatsiteli.jpg|thumb|მარცხნივ|250პქ|რქაწითელი]]
 
რქაწითელით მზადდება სუფრის მშრალი თეთრი სამარკო ღვინო "რქაწითელი", ადგილობრივი კახური მეთოდით. ასევე რქაწითელი, ხიხვისა და მწვანეს ჯიშის ღვინომასალებთან, კუპაჟში, გამოიყენება ღვინის "რქაწითელი ხორნაბუჯულლის" დასამზადებლად, რომელიც ასევე კახური ტიპისაა. რქაწითელი, მწვანეს ჯიშის ღვინომასალასთან ერთად, კუპაჟში, განოიყენება თეთრი სამარკო ღვინის "ტიბაანის" დასამზადებლად. რქაწითელის, [[საფერავი]]სა და [[კაბერნე სოვინიონი]]ს ჯიშის ღვინომასალები გამოიყენება სუფრის ნახევრადმშრალი ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად. ასევე ეს ჯიში [[ჩინური]]ს, [[ჩხავერი]]ს ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ღვინომასალები რქაწითელის, [[ხიხვი]]ს, მწვანეს ჯიშისაგან გამოიყენება თეთრი მაგარი, [[პორტვეინი]]ს ტიპის "კარდენახის" დასამზადებლად.