შოთა რუსთაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

94.43.213.122-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს EmausBot-ის მიერ რედაქტირებული ვერს
(94.43.213.122-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს EmausBot-ის მიერ რედაქტირებული ვერს)
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს [[რუსთავი|რუსთავს]] და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან [[თეიმურაზ I]] (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:"ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო") და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა [[იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია|იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ]]) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი "შოთაჲსა ჲ", რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.
 
[[ფაილი:RustaveliManuscript.jpg|thumb|ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი]]
სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, [[ვაზირი]], [[თამარ მეფე]]სთან დაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების სემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი [[არჩილ II]]. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.