ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/გასწორდა თარგი
ხაზი 58:
==ბიოგრაფია==
[[1895]] წელს დაამთავრა [[თბილისის სასულიერო სემინარია]]. [[1895]]-[[1922]] მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში - ხიდისთავში, იტრიაში, ნაბახტევში, თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფ. იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი ([[1898]]-[[1905]]), [[გორის მაზრა|გორის მაზრის]] სამრევლო სკოლების მეთვალყურე ([[1904]]-[[1905]]), თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი ([[1905]]-[[1918]]), იქვე ქართული ენის მასწავლებელი ([[1918]]-[[1921]]). [[1905]] თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] აღდგენის შესახებ. იყო ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავარი ([[1921]]); ეპისკოპოსი ([[1922]]-იდან); [[აფხაზეთი|აფხაზეთის]] მიტროპოლიტი ([[1925]]-[[1927]]). გამოქვეყნებული აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. დაკრძალულია თბილისში, [[სიონი (ტაძარი)|სიონის საკათედრო ტაძარში]].
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები]]
 
==ლიტერატურა==