მიქაელ I (მთავარეპისკოპოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|მიქაელი}}
''' მიქაელ I''', [[ქართლი]]ს [[ეპისკოპოსი]] ([[მთავარეპისკოპოსი]]ს ტიტულით) V საუკუნის 40-70იან წლებში. [[ბიზანტია|ბიზანტიიდან]] მოწვეული [[ბერძნები|ბერძენი]]. [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] აღმზრდელ-მასწავლებელი. მიქაელი იღვწოდა [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] განმტკიცებისათვის, ენერგიულად ებრძოდა ქართლში ფეხმოკიდებულ სხვადასხვა [[ერესი|ერესს]] და [[მაზდეანობა]]ს. დაწვა ქართლის ეპისკოპოსის [[მობიდანი]]ს ერეტიკული წიგნები. მიქაელი უფლებისა და სიმდიდრის მოყვარული მღვდელთმთავარი ყოფილა. მიქაელი არ ემხრობოდა ვახტანგ გორგასლის საეკლესიო-სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ზღუდავდა ეკლესიის დამოუკიდებლობასა და უზომოდ გაზრდილ მიწისმფლობელობას. მეფესა და მიქაელს შორის უთანხმოება ისე გამწვავდა, რომ განაწყენებულმა ეპისკოპოსმა მასთან საამბორებლად მისულ ვახტანგს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ კადნიერებისათვის მიქაელი ქართლიდან გააძევეს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები]]
 
==ლიტერატურა==