დასავლეთი კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: fa:قفقاز غربی
No edit summary
ხაზი 19:
}}
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|900}}
'''დასავლეთი კავკასიონი''' - [[კავკასიონი]]ს მთების დასავლეთი ნაწილი, [[შავი ზღვა|შავი ზღვიდან]] მწვერვალ [[იალბუზი|იალბუზამდე]]. იგი მოიცავს [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] ძეგლს, რომელიც მდებარეობს რუსეთის ფედრაციის ტერიტორიაზე, ქალაქ [[სოჭი (ქალაქი)|სოჭი]]დან 50 კმ-ით ჩრდილოეთით და წარმოადგენს კავკასიონის დასავლეთ კიდეს. იუნესკოს სპეციალისტთა შეფასებით, ეს ევროპის მთათა სისტემებს შორის ერთადერთი ადგილია, რომელსაც ადამიანის ზემოქმედება არ შეხებია.
 
ტერიტორია მოიცავს კავკასიის სახელმწიფო ბუნებრივ ბიოსფერულ ნაკრძალს ({{lang-ru|''Кавказский государственный природный биосферный заповедник''}}), რომელიც [[1924]] წელს [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა მთავრობამ]] შექმნა ევროპაში ყველაზე მაღალი ხის, 85 მეტრი სიმაღლის [[ნორმანდიული სოჭი]]ს, [[ურთხელი]]ს უნიკალური ტყეებისა და [[ჩვეულებრივი ბზა|ჩვეულებრივი ბზის]] დაცვის მიზნით. ამ ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს [[სოჭის ეროვნული პარკი]].