აღმოსავლეთი კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''აღმოსავლეთი კავკასიონი''' — [[კავკასიონი]]ს მთიანეთის აღმოსავლეთი ნაწილი.
გაწოლილია მწვერვალ მყინვარწვერსა და ილხიდაღს შორის. [[ჩრდილოეთი ოსეთი|ჩრდილოეთ ოსეთის]], [[ჩეჩნეთი]]ს, [[ინგუშეთი]]ს, [[დაღესტანი|დაღესტნის]], [[საქართველო]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს ფარგლებში. უდიდესი სიგანე 160 კმ. სიმაღლე 350-4000 მ-მდე, მაქსიმალური 4492 მ. აღმოსავლეთ კავკასიონზე ნაკლებად არის გამოხატული ალპური რელიეფი და დამახასიათებელია სუსტი გამყინვარება. ჩრდილოეთ კალთა მნიშვნელოვნად არის გაგანიერებული ვიდრე სამხრეთი. სამხრეთ განშტოებებიდან მნიშვნელოვანია — [[გუდამაყრის ქედი|გუდამაყრის]], [[ქართლის ქედი|ქართლისა]] და [[კახეთის ქედი|კახეთის ქედები]]. ჩრდილოეთ კალთაზე გაწოლილია [[პირიქითი ქედი]]; მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით - [[ანდის ქედი|ანდის]], [[ბოღოზის ქედი|ბოღოზის]], [[ნუკატლის ქედი|ნუკატლის]], [[სამურის ქედი|სამურის]], [[სალათაუს ქედი|სალათაუს]], [[გიმრის ქედი|გიმრის]], [[კაბიაკი]]სა და გვერდითი ქედები. აღმოსავლეთი კავკასიონის უმაღლესი წერტილია [[ტებულოსმთა]] (4493 მ). მნიშვნელოვანია ასევე [[დიკლოსმთა]] (4285 მ), [[ადალა-შუხგელმერი]] (4151 მ), [[ნუკატლი]] (3903), [[დიულთიდაღი]] (4127 მ), [[დეავგაი]] (4016 მ), [[შალბუზდაღი]] (4142 მ), [[ტუფანდაღი]] (4191 მ), [[შაჰდაღი]] (4243 მ), [[ბაზარდუზუ]] (4466 მ), [[ბაბადაღი]] (3629 მ).
 
არის თანადროული მყინვარები, მ.შ. პატარა მყინვარები არის დიკლოსმთაზე, შაჰდაღზე და სხვ. აღმოსავლეთ კავკასიონზე გაბატონებულია ძვ. მყინვარული, მყინვარული და ეროზიული რელიეფის ფორმები.