აღმოსავლეთი კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[გეოლოგია|გეოლოგიური]] თვალსაზრისით, აღმოსავლეთი კავკასიონი შედგება [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური]] და [[კაინოზოური ჯგუფი|კაინოზოური]] ასაკის ქანებით. გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის ქედების სექტორი აგებულია იურული (ლიასის, დოგერის), ცარცული და პალეოგენური ნალექი ქანებით — ქვიშაქვებით, თიხაფიქლებითა და კირქვებით. მთავარი ქედის სამხრეთით არის მერგელები, გლაუკონიტური ქვიშაქვები და დოლომიტები. გვხვდება აგრეთვე ფიქლები და პორფირიტები.
სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე [[კავკასიონი]] სწრაფად დაბლდება (200-500 მ), სადაც მას გარს ეკვრის დაბალი, ტყიანი მთისწინეთი, წინა ქედები და ვაკეები. აღმოსავლეთი კავკასიონი თავისი უკიდურესი აღმოსავლეთი ბოლოთი მთავრდება [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] სანაპიროსთან ([[აფშერონის ნახევარკუნძული]]ს დასავლეთით), მდინარე სუმგაითის შესართავთან ახლოს, ილხიდაღის (327 მ) ბორცვით.
აღმოსავლეთ კავკასიონზე გაბატონებულია მთა-მდელოს, მთა-ტყის (უმეტესად სამხრეთ ფერდობზე), მდელო-სტეპისა და სტეპის [[ლანდშაფტი|ლანდშაფტები]].
 
კალთებზე განვითარებულია მთა-მდელოს, მთა-ტყის (უმთავრესად სამხრეთ კალთაზე), მდელო-სტეპის და სტეპის ლანდშაფტები.
 
==ლიტერატურა==
* {{ქსე, ტ. |2, გვ. |52, თბ., 1977|}}
 
[[კატეგორია:კავკასიონის მთები]]