აღმოსავლეთი კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(აღსრულდა, დაემატა ცნობები)
'''აღმოსავლეთი კავკასიონი''', [[კავკასიონი]]ს მთიანეთის აღმოსავლეთი ნაწილი.
გაწოლილია მწვერვალ მყინვარწვერსა და ილხიდაღს შორის. [[ჩრდილოეთი ოსეთი|ჩრდილოეთ ოსეთის]], [[ჩეჩნეთი]]ს, [[ინგუშეთი]]ს, [[დაღესტანი|დაღესტნის]], [[საქართველო]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს ფარგლებში. უდიდესი სიგანე 160 კმ. სიმაღლე 350-4000 მ-მდე, მაქსიმალური 4492 მ. აღმოსავლეთ კავკასიონზე ნაკლებად არის გამოხატული ალპური რელიეფი და დამახასიათებელია სუსტი გამყინვარება. ჩრდილოეთ კალთა მნიშვნელოვნად არის გაგანიერებული ვიდრე სამხრეთი. სამხრეთ განშტოებებიდან მნიშვნელოვანია - გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის ქედები. ჩრდილოეთ კალთაზე გაწოლილია პირიქითი ქედი; მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით - ანდის, ბოღოზის, ნუკატლის, სამურის, [[სალათაუს ქედი|სალათაუს]], [[გიმრის ქედი|გიმრის]], კაბიაკისა და გვერდითი ქედები. აღმოსავლეთი კავკასიონის უმაღლესი წერტილია ტებულოსმთა (4493 მ). მნიშვნელოვანია ასევე [[დიკლოსმთა]] (4285 მ), [[ადალა-შუხგელმერი]] (4151 მ), [[ნუკატლი]] (3903), [[დიულთიდაღი]] (4127 მ), [[დეავგაი]] (4016 მ), [[შალბუზდაღი]] (4142 მ), [[ტუფანდაღი ]] (4191 მ), [[შაჰდაღი]] (4243 მ), [[ბაზარდუზუ]] (4466 მ), [[ბაბადაღი]] (3629 მ). არის თანადროული მყინვარები, მ.შ. პატარა მყინვარები არის დიკლოსმთაზე, შაჰდაღზე და სხვ. აღმოსავლეთ კავკასიონზე გაბატონებულია ძვ. მყინვარული, მყინვარული და ეროზიული რელიეფის ფორმები.
 
არის თანადროული მყინვარები, მ.შ. პატარა მყინვარები არის დიკლოსმთაზე, შაჰდაღზე და სხვ. აღმოსავლეთ კავკასიონზე გაბატონებულია ძვ. მყინვარული, მყინვარული და ეროზიული რელიეფის ფორმები.
ჰიდროგრაფიული ქსელი წარმოდგენილია მრავალი წყალუხვი მდინარით, რომლებიც კასპიის ზღვის აუზს განეკუთვნებიან. მდინარეთა დიდი ნაწილი მაღალმთიან ზონაში გაედინება, სიგრძეზე გასდევენ რა, წყალგამყოფ ქედებს, სულ ქვემო დინებებში ზღვისპირა დაბლობზე იშლებიან, სადაც წყლის ნელი დინება ახასიათებთ.
მთავარი ქედის ჩრდილო კალთიდან სათავეს იღებენ მნიშვნელოვანი მდინარეები : სუნჯა (სიგრძე 278 კმ), ასა (სიგრძე 133 კმ), არღუნი (სიგრძე 148 კმ), ანდის ყოისუ (სიგრძე 203 კმ), სამური (სიგრძე 213 კმ). შედარებით უმნიშვნელოა : ფორტანგი, მართანი, შაროარღუნი, გამრიოზენი, ულუჩაი, რუბასი, გიულგერიჩაი, გუსარჩაი, გუდიალჩაი, ყარაჩაი, ათაჩაი და ა. შ. მთავარი ქედის სამხრეთი კალთიდან მოედინება - იორი, ალაზანი, დურუჯი, კაბალი, ალინჯაჩაი, გოქჩაი, გირდიმანჩაი, ფირსაათი და სხვ.