საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13:
}}
 
'''საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი''' — [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა#დამოუკიდებლობის გამოცხადება|გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა]]. მიღებულ იქნა [[1918|1918 წლის]] [[26 მაისი|26 მაისს]], [[კვირა]]ს, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, [[თბილისი|ტფილისში]], გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე [[საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე|კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში]]{{cite|ვაჩნაძე|გურული|(2004)|გვ=88}}.
 
== ისტორია ==
=== წინა პერიოდი ===
[[1917|1917 წლის]] [[თებერვალი|თებერვალ]]-[[მარტი]]ს ბურჟუაციულმა რევოლუციამ [[რუსეთის იმპერია|რუსეთში]] [[მონარქია]] დაამხო. [[2 მარტი|2 მარტს]] ტახტიდან გადადგა [[ნიკოლოზ II (რუსეთი)|ნიკოლოზ II]] და დამყარდა ორხელისუფლებიანობა — სამართლებრივი თვალსაზრისით, სახელმწიფო ხელისუფლებას ფლობდა დროებითი მთავრობა, ხოლო რეალურ ხელისუფლებას კი დეპუტატთა საბჭოები. ორხელისუფლებიანობა დამყარდა [[ამიერკავკასია]]სა და საქართველოშიც. რევოლუციის გამარჯვების შედეგად შეიქმნა თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭო, ხოლო [[1917|1917 წლის]] [[მარტი|მარტში]] თბილისში მუშაობას შეუდგა რუსეთი დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული სამხარეო ხელისუფლების ორგანო — [[ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი]] (ოზაკომი)<ref name="ვაჩნაძე ოთხმოცდახუთი">{{cite|ვაჩნაძე|გურული|(2004)|გვ=85}}</ref>.
 
[[1917|1917 წლის]] [[აპრილი|აპრილში]] თბილისში შეიქმნა ეროვნული ხელისუფლების ჩანასახი — [[საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო]]. ინტერპარტიული საბჭო წარმოადგენდა პოლიტიკურ პარტიათა და მიმდინარეობათა ნებაყოფლობით გაერთიანებას. მან თავის თავზე აიღო ქართული ეროვნული მოძრაობის კოორდინატორის ფუნქცია — სათავეში ჩაუდგა ეროვნულ მოძრაობას<ref name="ვაჩნაძე ოთხმოცდახუთი" />.
 
[[ოქტომბრის რევოლუცია|1917 წლის 25 ოქტომბრის რევოლუციის]] შემდეგ, ამიერკავკასიაში მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია. დაემხო რუსეთის დროებითი მთავრობა და ოზაკომმა მოქმედება შეწყვიტა. საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოსთვის ცხადი იყო, რომ [[რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა|საბჭოთა რუსეთის]] მთავრობა შეეცდებოდა ხელისუფლების ახალი ორგანოს დანიშვნასა და თავისი იურისდიქციის გავრცელებას საქართველოში. ამიტომ [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკოსების ინიციატივით ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა საბჭოთა რუსეთისგან გამიჯვნა გადაწყვიტეს. [[1917|1917 წლის]] [[ნოემბერი|ნოემბერში]] თბილისში ფუნქციონირება დაიწყო სამხარეო ხელისუფლების ორგანომ — [[ამიერკავკასიის კომისარიატი|ამიერკავკასიის კომისარიატმა]]. მის უნდა შეესრულებინა კომისარიატის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს ფუნქცია რუსეთში კანონიერი ხელისუფლების (დროებითი მთავრობის) აღდგენამდე<ref name="ვაჩნაძე ოთხმოცდაექვსი">{{cite|ვაჩნაძე|გურული|(2004)|გვ=86}}</ref>.
 
[[1917|1917 წლის]] [[19 ნოემბერი|19 ნოემბერს]] თბილისში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. ეროვნულმა ყრილობამ გადაწვიტა საბჭოთა რუსეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ რუსეთში დემოკრატიული წყობილების აღდგენა დააგვიანებდა, მაშინ მოწვეულ იქნებოდა საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია [[საქართველოს ეროვნული საბჭო]], რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს [[ნოე ჟორდანია]]<ref name="ვაჩნაძე ოთხმოცდაექვსი" />.
 
[[1918|1918 წლის]] [[იანვარი|იანვარში]] საბჭოთა რუსეთმა კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი სამხედრო ძალით სცადა საქართველოს ოკუპაცია. ახლადშექმნილმა ჯარმა რუსეთის ჯარები სასტიკად დაამარცხა. გარდა ამისა, [[თურქეთი]] აგრესიას ამჟღავნებდა და არ მალავდა თავის ზრახვებს ამიერკავკასიის მიმართ. თურქეთის მხარე თავის სასარგებლოდ იყენებდა იმ ფაქტს, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა და მას მიიჩნევდა რუსეთის ნაწილად. ამიტომ თურქეთთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად საჭირო იყო. [[1918|1918 წლის]] [[22 აპრილი|22 აპრილს]] [[ამიერკავკასიის სეიმი|ამიერკავკასიის სეიმმა]] გამოაცხადა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის]] შექმნა, რომელშიც შედიოდა [[საქართველო]], [[აზერბაიჯანი]] და [[სომხეთი]]. მიუხედავად ამისა, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნამ ვერ გააუმჯობესა მდგომარეობა. თურქეთმა ბათუმის საზავო კონფერენციაზე უფრო მძიმე პირობები წამოაყენა. გარდა ამისა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ თანხმდებოდნენ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. საქართველო გერმანოფილურ ორიენტაციას ირჩევდა, სომხეთ — ანგლოფილურს, ხოლო აზერბაიჯანი — თურქოფილურს<ref>{{cite|ვაჩნაძე|გურული|(2004)|გვ=87-88}}</ref>.
 
[[1918|1918 წლის]] [[14 მაისი|მაისს]] საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა გერმანოფილური საგარეო-პოლიტიკური კურსი. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი უფოცოალურად შეუდგა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის მზადებას<ref name="ვაჩნაძე ოთხმოცდარვა">{{cite|ვაჩნაძე|გურული|(2004)|გვ=88}}</ref>.
 
=== დამოუკიდებლობის აქტის მიღება ===
[[1918|1918 წლის]] [[მაისი]]ს მეორე ნახევარში თურქეთის არმია აგრძელებდა შეტევით ოპერაციებს. მალე გაირკვა, რომ [[გერმანია]] უარს ამბობდა დაეცვა ანგლოფილური სომხეთი და თურქოფილური აზერბაიჯანი, ხოლო საქართველოს იმ შემთხვევაში დაიცავდა, თუ დაიშლებოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა<ref name="ვაჩნაძე ოთხმოცდარვა" />.
 
[[1918|1918 წლის]] [[26 მაისი|26 მაისს]] გოლოვინის გამზორზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. სხდომა გაიხსნა 4 საათსა და 50 წუთზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“<ref name="ვაჩნაძე ოთხმოცდარვა" />.
 
=== დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ===
{{მთავარი|საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი|საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991)}}
[[1990|1990 წელის]] [[28 ოქტომბერი|28 ოქტომბერს]] [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ-ის]] არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ხელისუფლება გადავიდა [[ზვიად გამსახურდია]]ს ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციის „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ ხელში<ref>{{cite|სახელმწიფო|(2007)|გვ=107}}</ref>.
 
[[1991|1991 წლის]] [[31 მარტი|31 მარტს]] საქართველოში ჩატარდა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991)|რეფერენდუმი]], რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3-მა პროცენტმა, რომელთაგან 98,9 პროცენტმა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე, [[1991|1991 წლის]] [[9 აპრილი|9 აპრილს]] მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იქნდებოდა [[1918]]-[[1921]] წლებში არსებული [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] სამართალმემკვიდრე. თუმცა [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირის]] დაშლის შემდეგ მსოფლოის სახელმწიფოებმა და [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერომ]] საქართველოს დამოუკიდებლობა ცნეს არა როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის, არამედ როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე<ref>{{cite|სახელმწიფო|(2007)|გვ=108}}</ref>.
 
== დამოუკიდებლობის აქტის დახასიათება ==
 
== ლიტერატურა ==
* {{cite book | title=საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი |url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000299/konstitucia%20kart.pdf |ref=დამოუკიდებლობისაქტი1918აქტი1918 }}
* {{cite book |ref=CITEREFცნობილაძე(2004) |year=2004 |author=პ. ცნობილაძე |title=კონსტიტუციური სამართალი |edition=ტომი პირველი |location=თბილისი |publisher= }}
* {{cite book |ref=CITEREFვაჩნაძეგურული(2004) | title=საქართველოს ისტორია (XIX საუკუნის დამდეგიდან XXI საუკუნის დამდეგამდე), IX კლასი |year=2004 |author=მ. ვაჩნაძე |coauthors=ვ. გურული }}
* {{cite book |ref=CITEREFსახელმწიფო(2007) | title=სახელმწიფო (XI-XII კლასი) |year=2007 |author=ი. ბრაჭული |coauthors=მ. მაცაბერიძე; დ. ჯალაღონია; ნ. დურგლიშვილი }}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}