გიზო ნიშნიანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

(დაემატა/გასწორდა თარგი)
დაიბადა [[თბილისი|თბილისში]], [[ვერე (თბილისი)|ვერის უბანში]], [[ზემელი|ზემელზე]]. 1963 წელს დაწერა ფილმის „ომარ ჯოხაძე“ სცენარი.<ref>[http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=666 ომარ ჯოხაძე // ეროვნული ფილმოგრაფია]</ref>. პროფესიით ჟურნალისტმა ლექსების წერა 53 წლის ასაკში დაიწყო.<ref>[http://www.newsline.ge/?p=38699 მწერალი გიზო ნიშნიანიძე გარდაიცვალა // NewsLine]</ref> [[1980-იანები|1980-იან]] წლებში [[თბილისის ფილარმონია|ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში]] დადგა სპექტაკლი, დოკუმენტური პოემა „[[პაემანი ვერაზე]]“, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. [[2010]] წელს მან სპექტაკლი აღადგინა. მასვე ეკუთვნის ქართული [[კონიაკი]]ს ფუძემდებლის, [[დავით სარაჯიშვილი]]ს შესახებ შედგენილი ბიოგრაფიული კრებული.
 
[[2003]] წელს გიზო ნიშნიანიძე [[თბილისის საპატიო მოქალაქეები|თბილისის საპატიო მოქალაქე]] გახდა. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ნიშნიანიძე [[საჩხერე]]ში სტუმრად ყოფნისას საკუთარი ლექსის წარმოთქმისას მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა. დაკრძალეს [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის პანთეონში]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.presage.tv/?m=news&NID=16634 ქართველი მწერალი გიზო ნიშნიანიძე გარდაიცვალა // Presage.tv]