სწორფრთიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

გასწორდა ლიტ.
(r2.7.2) (ბოტის დამატება: az:Orthoptera)
(გასწორდა ლიტ.)
სწორფრთიანების რიგი იყოფა ორ ქვერიგად — '''გრძელულვაშებიანებად''' (Dolichosera, ანუ Ensifera, კუტკალიები, ჭრიჭინები), რომელთაც აქვთ გრძელი ანტენები და კვერცხსადებები, და '''მოკლეულვაშიანებად''' (Brachicera ანუ Caelifera, კალიები), რომელთაც აქვთ მოკლე ულვაშები და კვერცხსადები. რიგში ოცი ათასამდე სახეობაა, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული [[ევრაზია|ევრაზიის კონტინენტზე]], ყოფილ [[სსრკ]]-ში 700-ზე მეტი სახეობა აღირიცხებოდა. განსაკუთრებით მრავალფეროვანია სწორფრთიანები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ([[ყირიმი]], [[კავკასია]]).
სწორფრთიანების უმეტესობა მცენარეებით იკვებება, ზოგი მტაცებელი ან ნაირჭამიაა. ზოგი სწორფრთიანი, მაგალითად [[კალიები]], სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებელია. [[საქართველო]]ში თითქმის ყველგან გვხვდება მწვანე, ჩვეულებრივი, გრძელი, რუხლაქებიანი, თეთრშუბლა და სხვა ნაირჭამია კუტკალიები, რომლებიც აზიანებენ [[ციტრუსები|ციტრუსებს]], [[ჩაი|ჩაის ბუჩქებს]], [[თამბაქო]]ს, [[ხორბალი|ხორბალს]] და სხვა სახეობის კულტურებს. განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვთ აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებისთვის. ჭრიჭინებიდან საქართველოში შედარებით მავნე სახეობებია ველის, სახლის, მინდვრის, ვაზის ჭრიჭინები. აგრეთვე [[მახრა]] ანუ [[ბოსტანა]] და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
* [[{{ქსე]], მე-|9 ტ, გვ.|627. 1985.|}}
 
[[კატეგორია:სწორფრთიანები]]