ნუგზარ შატაიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. მისი მშობლები სახელოვანი გვარის წარმომავლები იყვნენ, განსაკუთრებით დედა — ელენე, სახელგანთქმული ხიზამბარელების ოჯახიდან; მამა — ვახტანგ შატაიძე, ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება ყოფილა. მეუღლე — ელისაბედ ყვავილაშვილი. შვილები — ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი.
 
ნუგზარ შატაიძე სწავლობდა თბილისის ყოფილი ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა გრიგოლ ონიანის 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]], შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსიათბოენერგეტიკოსი იყო.
 
მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში - ინჟინრად, გაზეთ „[[ლელო]]“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი“-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.