კოდორის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
კოდორის ხეობას საკმაოდ ნაირგვარი მორფოლოგიური ხასიათი აქვს, რაც გამოწვეულია ამგები გეოლოგიური ფორმაციების ცვლით, ძველი გამყინვარების გავლენით და [[ეროზია (გეოლოგია)|ეროზიული პროცესების]] მსვლელობის პირობებით. ძველი მყინვარები, რომლებიც [[აფხაზეთის კავკასიონი|მთავარი ქედიდან]] საკენისა და გვანდრის ხეობებით ჩამოდიოდნენ, ვერ აღწევდნენ მათი შეერთების ადგილამდე და თავდებოდნენ [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1400-1500 მ სიმაღლეზე. აღნიშნულ ხეობებს [[ტროგი|ტროგული]] ფორმა მხოლოდ ზემო ნაწილებში აქვთ; ტროგები ქვემოთკენ ტიპობრივ ეროზიულ ხეობებად იქცევიან. მდინარე [[საკენი (მდინარე)|საკენის]] ზემო წელის ხეობა ტიპობრივ ტროგულ ხასიათს ატარებს და ყურადღებას იპყრობს ფრიად წესიერად გამოსახული [[მორენა|ბოლომორენული]] ზვინულებით, რომელთა რიცხვი ექვსს აღწევს. გვანდრა-საკენის შესართავს ქვემოთ კოდორის ხეობა მეტწილად ყუთისებური მოყვანილობისაა, ფსკერი ფართო აქვს, რიყე და დაბალი ალუვიური ტერასები კარგად არის გამოსახული. ზოგან [[ხეობა]] ვიწროვდება, მაგრამ იურული ნაფენების გავრცელების ზოლში ნამდვილ ვიწრობებს არსად აჩენს. მხოლოდ მთიანი ზოლის პერიფერიაზე კოდორი და მისი შემდინარეები [[კანიონი|კანიონების]] ქსელის სახით ჩაჭრილან ცარცული კირქვების ახალგაზრდა ანტიკლინურ გუმბათში. კოდორის კანიონის საწყის უბანს სოფელ [[ლათა]]ს ქვემოთ, „ბაგადის კლდეები“ ეწოდება.
 
კოდორის ხეობის ჰავა ნოტიოა, [[ზამთარი]] როგორც წესი თოვლიანია. [[ატმოსფერული ნალექები|ნალექების]] წლიური რაოდენობა 1600-იდან 2000 მმ-მდე. ხეობაში მდებარეობს სოფლები [[ომარიშარა]], [[აჟარა (სოფელი)|აჟარა]], [[ლათა]].
 
== ისტორია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოდორის_ხეობა“-დან