კოდორის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
[[სურათი:Kodori Valley in Abkhazia, Georgia ka.png|მინი|300პქ|კოდორის ხეობა]]
'''კოდორის ხეობა''' ({{lang-ab|Кәыдырҭа}}) — მდინარისმდინარე [[კოდორი]]ს ხეობა [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში]], რომელიც დე-ფაქტო საზღვრის ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობასა და სეპარატისტთა და რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის. ხეობის ზემო ნაწილი, დასახლებული [[სვანები]]თ, აფხაზეთის ერთადერთი კუთხე იყო 1993 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა აკონტროლებდა და რომელსაც ოფიციალურად [[ზემო აფხაზეთი|ზემო აფხაზეთს]] უწოდებს. 2008 წელს [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|რუსეთ-საქართველოს ომის]] მიმდინარეობისას საქართველოს ხელისუფლებამ მასზე კონტროლი დაკარგა.
 
2008 წლის აგვისტოში სეპარატისტებმა რუსეთის რეგულარული არმიის დახმარებით დაიწყეს შეტევები კოდორის ხეობის (ზემო აფხაზეთი) მიმართულებით. ხეობაში შეყვანილი იქნა რუსეთის რეგულარული არმიის კუთვნილი 135 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა, მრავალი საარტილერიო დანადგარი მათ შორის ე.წ „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის მწარმოებელი იარაღი. ხეობას რამდენიმე დღის მანძილზე ბომბავდა რუსული ავიაცია. თავდასხმის შედეგად სეპარატისტებმა დიდი ზარალი ნახეს თუმცა მათ ზურგს რუსეთის რეგულარული არმია უმაგრებდა. შედეგად 3 მასირებული შეტევის მოგერიების მიუხედავათ ქართულმა მსუბუქად შეიარაღებულმა საპოლიციო ნაწილებმა უკან დაიხიეს და 12 აგვისტოს დატოვეს ხეობა. პოლიციის ნაწილებთნ ერთად ხეობა დატოვა მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც მესტიის რაიონს შეაფარა თავი. ამრიგად, აფხაზეთის ოკუპაციიდან 15 წლის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ავტონომიის ერთადერთი კონტროლირებადი ნაწილი კოდორის ხეობა სეპარატისტთა ხელში გადავიდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოდორის_ხეობა“-დან