თბილისის ქვაბული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''თბილისის ქვაბული''' — [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობის მონაკვეთი მუხადგვერდის ვიწრობის ბოლოდან (ზემო ავჭალა) [[თელეთის ქედი]]ს ბოლომდე ([[ფონიჭალა]]). შემოსაზღვრულია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან [[თრიალეთის ქედი]]ს განშტოების — საწკეპელის, მსხალდიდის, მთაწმინდის, თაბორისა და თელეთის ფერდობებით; აღმოსავლეთიდან — [[ივრის ზეგანი|ივრის ზეგნის]] ჩრდილოეთი ნაწილით; ჩრდილოეთიდან — [[საგურამოს ქედი]]ს კალთებით. სიგრძე 21 კმ, სიგანე 7 კმ. ქვაბულის ფსკერის დონე 350-450 მ ფარგლებში იცვლება. კალთები ზოგან 1500 მ აღწევს. აგებულია უმთავრესად ტერიგენული და ტუფოგენური ქანებით. სამხრეთ ნაწილში განვითარებულია შუა ეოცენის ვულკანოგენური წყება. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია მეოთხეულ (მდინარეულსა და ტბურ) ნალექებს. [[ქვაბული]]ს ჩრდილოეთი ნაწილი ალუვიური ვაკეა, ცნობილია დიღმის ვაკის სახელწოდებით. უფრო სამხრეთით, მტკვრის ხეობაში კარგადა გამოხატული [[ტერასები (გეოლოგია)|ტერასული]] საფეხურები, რომელზეც გაშენებულია ქალაქი [[თბილისი]].
 
ქალაქის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის პარალელურად, გაჭიმულია მტკვრის ძველი ხეობა, სადაც ადრე მცირე მლაშე ტბები იყო, ახლა კი, სამგორის სარწყავი სისტემის აგების შემდეგ, [[თბილისის წყალსაცავი]]ა. თბილისის ქვაბულში [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვნიდან ერთვის მდინარეები [[დიღმისწყალი]], [[ვერე (მდინარე)|ვერე]] და [[წავკისისწყალი]], მარცხნიდან — [[გლდანისხევი]]. ტბებიდან აღსანიშნავია [[ლისის ტბა|ლისისა]] და [[კუს ტბა|კუს ტბები]]. თბილისის ქვაბული ოდესღაც ტყით იყო შემოსილი, რომელიც ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ მთის კალთების მაღალ, ძნელადმისადგომ ნაწილებში, ქვაბულის ფსკერი კულტურული მცენარეულობას უჭირავს, გავრცელებულია აგრეთვე ჯაგეკლიანი სტეპი. აქა-იქ ტუგაის ტყეებია.