თბილისი მარიოტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: thumb|350px|სასტუმრო "თბილისი მარიოტი" '''სასტუმრო "თბი...)
 
'''სასტუმრო "თბილისი მარიოტი"''', ყოფილი სასტუმრო "მაჟესტიკის" შენობა ([[რუსთაველის გამზირი (თბილისი)|შოთა რუსთაველის გამზ.]] N13) სომეხი ვაჭრისა და მეცენატის [[არამიანცი, მიხეილ|მიხეილ არამიანცის]] დაკვეთით აშენდა. მშენებლობა 1911 წელს დაიწყო [[თბილისი|თბილისში]] მოღვაწე რუსი არქიტექტორის [[ოზეროვი, ალექსანდრ|ალექსანდრ ოზეროვის]] პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა [[ტერ-მიქელოვი, გაბრიელ|გაბრიელ ტერ-მიქელოვმა]] შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის "შეზნექილი" ფასადი და გ. ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს.
 
ხუთსართულიანი ნაგებობის ფასადთა მრთულობისმორთულობის საფუძველს [[რენესანსი|რენესანსულ]]-[[ბაროკო|ბაროკული]] ფორმები წარმოადგენს (რუსტიკა, კორინთულკაპიტელიანი, ნახევრადწრიული და ბრტყელი გიგანტური პილასტრები, ქვის კრონშტეინებზე დაყრდნობილი სამკუთხა და რკალური ფრონტონები და სხვ.). გამზირისპირა ფასადის განაპირა ნაწილში მსხვილი კოლონებით აქცენტირებული მთავარი შესასვლელია მოთავსებული. შენობას ასრულებს მეოთხე სართულის მძლავრი ანტაბლემენტი და ატიკის სართული, რომელსაც ნაძერწრიკულებიანი პარაპეტი აგვირგვინებს.
 
ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების "თბილისის ომის" დროს. ამჟამად შენობა რესტავრირებულია.