ახალგორის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 41:
=== შიდა წყლები ===
ახალგორის მუნიციპალიტეტი შიგა წყლებით მდიდარია.
 
მთავარი მდინარეა [[ქსანი]], რომელიც [[ყელის ტბა|ყელის ტბის]] სამხრეთ ნაწილიდან გამოედინება. სოფელ პავლიანამდე მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გაედინება, ხოლო შემდეგ ძირითადად სამხრულ მიმართულებას
ექვემდებარება. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წლყლით. წყალდიდობა იცის [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], წყალმცირობა [[ზამთარი|ზამთარში]]. ქსანი მტკვრის მარცხენა შენაკადია.
 
მუნიციპალიტეტის ფარგლლებში ქსნის შენაკადებიდან მნიშნვნელოვანია ცხრაძმულა, ჭურთა და ალეურა.
 
[[ცხრაძმულა]] (სიგრძე 15 კმ) და [[ალეურა]] (სიგრძე 21 კმ) იბადებიან [[ალევის ქედი]]ს დასავლეთ კალთაზე. ხოლო [[ჭურთა]] (სიგრძე 18 კმ) ხარულის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე.
 
ახლგორში მდებარეობს მრავალი [[ტბა]], რომელთა უმეტესობა გაბნეულია [[ყელის ზეგანი|ყელის ზეგანზე]]. ტბებიდან მნიშნვნელოვანია [[ყელის ტბა|ყელი]], [[წითელი ხატის ტბა|წითელი ხატი]] (დიდი და პატარა) და სხვ.
[[ყელის ტბა]] ამავე სახელწოდების ზეგანზე მდებარეობს ზ.დ. 2914 მ-ზე. სარკის ფართობია 1,28 კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე 63 მ. ტბა იკვებება თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაქსიმალური დონე [[ივნისი|ივნისშია]], მინიმალური [[თებერვალი|თებერვალში]].
 
[[წითელი ხატის ტბა|წითელი ხატის ტბები]] მდებარეობენ ფაჩურის ქედზე.
დიდი წითელი ხატის ტბა ზ.დ. 2779 მ სიმაღეზეა და აქვს 53 მ მაქსიმალური სიღრმე.