მიხეილ თუმანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== შემოქმედება ==
თუმანიშვილის დადგმები გამოირჩევა მკაფიო თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მაღალი პროფესიული კულტურით. რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ ([[1951]]), ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“ ([[1954]]), კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“ ([[1958]]), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ ([[1963]]), ჟ. ანუის „ანტიგონე“ ([[1968]]), ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ ([[1969]]), ა. ჩხაიძის „ხიდი“ ([[1970]]) და სხვა. თეატრალურ ინსტიტუტში დადგმული სპექტაკლისათვის „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ (ა. ფადეევის მიხედვით, [[1975]]) მიენიჭა საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია ([[1976]]). თუმანიშვილმა თავისი შემოქმედებითი გამოცდილება განაზოგადა წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ (თბ., [[1977]]) და რიგ საჟურნალო ნარკვევებში.
 
==ჯილდოები==