მიხეილ თუმანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| გამორჩეული როლები =
}}
'''მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი''' (დ. [[6 თებერვალი]], [[1921]], [[თბილისი]] ― გ. მაისი, [[1997]]) — [[ქართველები|ქართველი]] რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი ([[1961]]). [[1986|1986 წელს]] მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
==ბიოგრაფია==
[[1949|1949 წელს]] დაამთავრა [[თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი]]ს სარეჟისორო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის კლასი). 1949-1971 წლებში მუშაობდა [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის თეატრში]] რეჟისორად. [[1965]]-[[1966]] წლებში მთავარ რეჟისორად. [[1971]]-[[1975]] იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, [[1975]] წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. [[1949]] წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია ([[1973]]-იდან [[პროფესორი]]). [[1978|1978 წელს]] [[საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტი|საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში]] მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი. იყო საქართველოს სსრ ([[1961]]) და სსრკ ([[1985]]) სახალხო არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი ([[1980]], მიენიჭა წიგნისათვის სანამ „რეპეტიცია დაიწყება“), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
 
[[1986|1986 წელს]] მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
გარდაიცვალა [[1997]] წლის მაისში. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
 
== შემოქმედება ==
თუმანიშვილის დადგმები გამოირჩევა მკაფიო თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მაღალი პროფესიული კულტურით. რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია : ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ (1951), ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“ (1954), კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“ (1958), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (1963), ჟ. ანუის „ანტიგონე“ (1968), ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (1969), ა. ჩხაიძის „ხიდი“ (1970) და სხვა. თეატრალურ ინსტიტუტში დადგმული სპექტაკლისათვის „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ (ა. ფადეევის მიხედვით, [[1975]]) მიენიჭა საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია ([[1976]]). თუმანიშვილმა თავისი შემოქმედებითი გამოცდილება განაზოგადა წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ (თბ., [[1977]]) და რიგ საჟურნალო ნარკვევებში.
 
==ჯილდოები==
* [[წითელი ვარსკვლავის ორდენი]]
* [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]
 
==ლიტერატურა==