კომიცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 41:
#''ომის შესახებ გადაწყვეტილება.'' სენატის დადგენილების საფუძველზე ცენტურიული კომიცია წყვეტდა ომის გამოცხადებას. ასევე ვარაუდობენ რომ კომიცია წყეტდა სამსვიდობო ხელშეკრულების დადების საკითხებს. თვლიან რომ სამსვიდობო ხელშეკრულებაზე კომიციაში გადაწყვეტილებას მხოლოდ [[კავდიუმის მშვიდობა|კავდიუმის მშვიდობის]] შემდეგ იღებდნენ.
#''უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება.'' პირველ რიგში ცენტურიული კომიციები იყო უმაღლესი სააპელაციო [[სასამართლო]]. ისინი ასევე იხილავდნენ სახელმწიფოს წინაშე დანაშაულებებს, რომის მოქალაქის სიკვდილით დასჯის საკითხიც კომიციის გარესე არ განიხილებოდა.
 
ცენტურიალური კომიციის გადაწყვეტილება სანამ კანონის ძალას მიიღებდა საჭირო იყო კურიალური კომიციის მიერ გადაწყვეტილების დამტკიცება. დროთა განმავლობაში ცენტურიები განთავისუფლდნენ კურიების ზედამხედველობიდან, რაც მხოლოდ ფორმალობად იქცა, ბოლოს კი კურიები ვალდებულნი იყვნენ წინასწარ მიეცათ ცენტურიებისთვის ყველაფერზე თანხმობა. [[ძვ. წ. IV საუკუნე|ძვ. წ. IV საუკუნის]] მეორე ნახევრიდან კი ცენტურიული კომიციები არა მხოლოდ სენატის კანონპროექტებს განიხილავდნენ, არამედ თავად აყენებდნენ კანონპროექტებს. მათ ასევე შეეძლოთ მაგისტრატუსის პოსტებზე საკუთარი კანდიდატების წამოყენება.
 
ცენტურიული კომიციების ჩატარება შეიძლებოდა მხოლოდ კომიციურ დღეებში, ამ დღეებს ქურუმები ადგენდნენ და მათი რაოდენობა წელიწადში დაახლოვებით 190 იყო. მხოლოდ [[ძვ. წ. 287]] წლის შემდეგ დაიწყეს კომიციებმა დღესასწაულებზე შეკრებაც, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა.
 
კომიციის შეკრების ადგილი იყო [[მარსის ველი]]. სადაც იყო [[სეპტა]] კენჭისყრისთვის, კარავი კომიციის ხელმძღვანელისთვის და საზოგადოებრივი შენობა [[ავგური|ავგურებისთვის]]. კომიციას როგორც წესი კონსულები ხელმძღვანელობდნენ. [[ცენზორი|ცენზორები]] კომიციას მხოლოდ [[ცენზი]]სთვის იწვევდნენ. კომიციის ხელმძღვანელს დაწყებამდე უნდა ჩაეტარებინა აუსპიციები. თუ აუსპიციები წარმატებული იქნებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში კრებდა მაგისტრატუსი კომიციას.
 
კომიციის მოწვევა ასე ხდებოდა: ჯერ მაგისტრატუსების ბრძანებით ხალხს უცხადებდნენ კომიციის შესახებ, შემდეგ ხალხი იკრიბებოდა უწესრიგო ბრბოდ. შემდეგ მათ მოუწოდებდნენ დაყოფილიყვნენ ცენზის მიხედვით და უკვე მოწესრიგებულ ხალხს მაგისტრატუსი უძღვებოდა მარსის ველზე. კომიციის მსვლელობის დროს [[იანიკულის ბორცვი|იანიკულის ბირცვზე]] ყოველთვის დარაჯობდა სეიარაღებული რაზმი, რათა ქალაქზე უეცარი თავდასხმა არ მომხდარიყო და იყო აღმართული ალამი. ეს წესი მაშინაც დაცული იყო, როდესაც რომს აღარ ეშინოდა უეცარი თავდასხმების. შემდეგ მარსის ველზე კომიციის დაწყების წინ მაგისტრატუსი ლოცვას აღავლენდა და მსხვერპლშეწირვას ჩაატარებდა. მხოლოდ ამის სემდეგ იხსნებოდა კომიცია, სადაც ხალხს აცნობდნენ თუ რა საკითხების განხილვა ხდება.
 
==ტრიბუნული კომიციები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კომიცია“-დან