იმირის გორა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''იმირის გორა''', ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის (ძვ. წ. VI ათასწლეული), გორანამოსახლარი სოფ.სოფელ [[იმირი]]ს სამხრეთ-დასავლეთით, [[მდინარე]] [[ხრამი]]ს მარჯვენა ნაპირას ([[მარნეულის რაიონი]]). გაითხარა 1966-1971 წლებში (ა. ჯავახიშვილი, ო. ჯაფარიძე).
 
[[ნამოსახლარი]] წარმოადგენს 4-5 მ სიმაღლისა და 90 მ დიამეტრის ბორცვს, რომელიც წარმოიქმნა ალიზის ნაგებობათა ნგრევისა და პერიოდული განახლების შედეგად. 5 მ-ზე მეტი სისქის კულტურის ფენაში დადგენილია 7 სამშენებლო ჰორიზონტი. საცხოვრებელი კომპლექსები შედგება საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებისა და მათ შორის მოქცეული სამეურნეო ეზოსაგან. ცრუგუმბათოვან ნაგებობათა უმრავლესობა წრიულგეგმიანია. აღნიშნული კომპლექსები ერთმანეთთან დაკავშირებულია მორკალული კედლებით და წრიულადაა განლაგებული ცენტრალური მოედნის გარშემო. იმირის გორის მოსახლეობა ბინადარი იყო, მისდევდა მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, ნადირობასა და თევმჭერას. იმირის გორის ქვედა ჰორიზონტებში აღმოჩენილია ჭდეული ორნამენტით და კონუსური კოპებით შემკული უხეშად ნაძერწი ჭურჭელი; ობსიდიანისა და კაჟის ნაწარმი და ძვლის ნაკეთობანი. ზედა ჰორიზონტებში ნაპოვნია სხვადასხვა სახის რელიეფური ორნამენტით შემკული უხეშად ნაძერწი და შედარებით უკეთ ნაძერწი მოვარდისფროზედაპირიანი თიხის სადა ჭურჭელი, ძვლის თოხები, ირმის რქისაგან დამზადებული სხვადასხვა დანიშნულების იარაღი, თიხის რამდენიმე ანთროპომორფიული ქანდაკების ფრაგმენტი. იმირის გორა შულავერ-შომუთეფეს კულტურის ადრეული საფეხურის ტიპიური ძეგლია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იმირის_გორა“-დან