თურქული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 47:
== თურქული ენა და თურქული ენები ==
 
საერთოდ, თურქულ ენათა უმეტესობა საკმაოდ დიდ მსგავსებას ავლენს [[ფონოლოგია]]ში, [[მორფოლოგია]]სა და [[სინტაქსი|სინტაქსში]]. ენათა ეს მსგავსება ართულებს ენათა შორის საზღვრების დადგენას, განსაკუთრებით ეს ეხება ერთმანეთის მეზობლად განლაგებულ თურქულენოვან ქვეყნებს, რომელთაც ხშირად სახელმწიფოებს შორის მდებარე ორივე მხარეს გარდამავალ [[დიალექტი|დიალექტებზე]] მოსაუბრე მოსახლეობა ჰყავს. (იხილეთ [[თურქულენოვანი ხალხები]]) არადა, განცხადება იმის შესახებ, რომ საზღვრები ამ ხალხებს შორის ხელოვნურადაა გავლებული [[პოლიტიკა|პოლიტიკურ]] ჟღერადობას შეიძენდა, რადგან იგი საფუძველშივე არღვევს თურქულენოვან [[სახელმწიფო|სახელმწიფოთა]] შორის ჩამოყალიბებულ თანხმობას. გარდა ამისა, ისევ და ისევ დიდი მსგავსებისა და ინტენსიური ურთიერთგავლენების გამო გართულებულია თურქული ენების შიდა [[გენეტიკა|გენეტიკური]] ნიშნით დაყოფა. დღემდე ყოველი მსგავსი მცდელობა მხოლოდ ახალი საკლასიფიკაციო ჰიპოთეზის შექმნით დასრულებულა.
 
თურქულენოვან ხალხთა საერთო რიცხვი დაახლ. 150-მდე მლნ. კაცამდე მერყეობს. გეოგრაფიულად უაღრესი გაფანტულობის მიუხედავად, რომელიც მოიცავს არეალს აღმოსავლეთ [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთიდან]] დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკისა და [[კავკასია|კავკასიის]] ჩათვლით ვიდრე [[ცენტრალური აზია|ცენტრალური აზიისა]] და [[ციმბირი|ციმბირის]] სივრცეებამდე, ეს ენები ავლენენ მეტ-ნაკლებ სიახლოვეს [[გრამატიკა|გრამატიკულ]] სტრუქტურასა და ლექსიკაში. სწორედ ეს არის პირვანდელი და უმთავრესი მიზეზი ამ [[ენა (ენათმეცნიერება)|ენათა]] და ხალხთა ერთ ჯგუფად გაერთიანებისა.
 
=== პანთურქიზმი ===
ხაზი 57:
{{მთავარი|პანთურქიზმი}}
 
სწორედ თურქულენოვან ეთნოსთა ჩრდილოეთ [[კავკასია|კავკასიის]], შუა აზიისა და ციმბირის მიმართულებით გაერთიანების შექმნის საქმეში თურქეთისთვის ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნეოდა სამხრეთ კავკასიაში ორი [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] სახელმწიფოს, [[საქართველო|საქართველოსა]] და [[სომხეთი|სომხეთის]] არსებობა. თურქი ხალხების ენების, ისტორიის, [[კულტურა|კულტურების]] შესწავლითაა დაკავებული [[მეცნიერება|სამეცნიერო დარგი]], რომელსაც '''თურქოლოგია''' ეწოდება.
 
{{მთავარი|თურქოლოგია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თურქული_ენა“-დან