ტბელი აბუსერისძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ტბელი აბუსერისძე''' (დ. დაახლოებით [[1190]] - გ. [[1240]]), [[ქართველები|ქართველი]] მწერალი და ასტრონომი. [[ხიხათა|ხიხათის]] ([[აჭარა|აჭარის]]) [[ერისთავთერისთავი|ერისთავთერისთავის]] ივანეს შვილი.
 
ავტორია რელიგიურ-ისტორიული თხზულებისა „სასწაულნი წმიდისა... გიორგისნი და ანდერძნი... მთქუმელისაჲ“ და ვრცელი ქრონოლოგიურ-ასტრონომიული „ტრაქტატისა ქორონიკონი სრული მისითა საუწყებელითა“. მასვე უნდა ეკუთვნოდეს „გალობანი სამთა იოანეთა“. რელიგიურ-ისტორიული თხზულება აღწერს აჭარელი გლეხის, ხელობით კალატოზის, ბოლოკჯ-ბასილის სამშენებლო საქმიანობას შუარტყალში. შეიცავს [[აბუსერისძენი|აბუსერისძეთა]] საგვარეულო მატიანეს, აგრეთვე იმდროინდელი ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებების მნიშვნელოვან ცნობებს, მდიდარია კონკრეტული ისტორიული ხასიათის მონაცემებითაც. ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი ვრცელი საკალენდრო ცნობარია, რომელშიც განხიხულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები. კანონიზირებულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.