თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები |
მომხმარებლის 95.104.112.19 ცვლილებების გაუქმება (№1663292) unexplained removal of content |
||
ხაზი 1:
'''თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი''' არის [[საქართველო]]ში პირველი და დღემდე ერთადერთი სპეციალიზირებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სადაც [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო]] და [[შორეული აღმოსავლეთი|შორეული აღმოსავლეთის]] ქვეყნებს, მათ [[ისტორია]]ს, [[კულტურა]]ს, [[ეკონომიკა]]ს, [[სამართალი|სამართალსა]] და [[ენა (მეტყველება)|ენებს]] შეისწავლიან. ინსტიტუტი იძლევა სხვადასხვა სპეციალობების შეხამების საშუალებას.
თავიდან აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი დამოუკიდებელი სასწავლო დაწესებულება იყო, მაგრამ [[2007]] წლიდან იგი ახლადგახსნილი [[თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი]]ს შემადგენლობაში შედის [[თბილისის ბიზნესის სკოლა|ბიზნესისა (ESM)]] და [[თბილისის სამართლის სკოლა|სამართლის სკოლებთან]] ერთად. თუ ამ უკანასკნელთა ოფიციალური სახელი [[სკოლა|სკოლებია]], აზიისა და აფრიკის ინსტიტუტს ძველი სახელი შემორჩა და სრულად იწოდება, როგორც „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი“.
== ინტერდისციპლინური სწავლება, სპეციალობები, ხარისხები ==
=== ორი დარგი ===
ინსტიტუტი ამზადებს ბაკალავრებსა და მაგისტრებს ორ, [[საერთაშორისო ურთიერთობები]]სა და [[აღმოსავლეთმცოდნეობა|აღმოსავლეთმცოდნეობის]], დარგში. ორივე დარგი შეიძლება მოიცავდეს ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს; [[არაბული ქვეყნები|არაბულ ქვეყნებს]], [[თურქეთი|თურქეთს]], [[ირანი|ირანს]], [[ინდოეთი|ინდოეთს]], [[იაპონია|იაპონიას]], [[კორეა|კორეას]] და [[ჩინეთი|ჩინეთს]], ან კონკრეტულად ჩამოთვლილ ქვეყანათაგან რომელიმეს [[ენა]]ს, [[ისტორია]]ს, [[კულტურა]]ს, [[რელიგია]]ს, [[ეკონომიკა]]ს და [[სამართალი|სამართალს]].
=== აკადემიური ხარისხები ===
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი საერთაშორისო ურთიერთობებისა და აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობებში მომზადებულ კურსდამთავრებულებზე გასცემს უმაღლესი განათლების დიპლომს შემდეგი [[აკადემიური ხარისხი|აკადემიური ხარისხების]] მიხედვით:
# [[სოციალური მეცნიერებები|სოციალურ მეცნიერებათა]] ბაკალავრი,
# [[ჰუმანიტარული მეცნიერებები|ჰუმანიტარულ მეცნიერებათა]] ბაკალავრი,
# სოციალურ მეცნიერებათა [[მაგისტრი]],
# ჰუმანიტარულ მეცნიერებათა [[მაგისტრი]],
# [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]] დოქტორი.
=== სპეციალური მიმართულებები ===
აკადემიური და სამეცნიერო ხარისხების მიღება შესაძლებელი არის შემდეგ აღმოსავლეთმცოდნეობით მეცნიერებებში.
: ესენია:
{| border="0" width="800"
|
[[არაბისტიკა]],
[[ებრაისტიკა]],
[[თურქოლოგია]],
[[ირანისტიკა]],
[[ინდოლოგია]],
[[იაპონოლოგია]],
[[კორეისტიკა]],
[[სინოლოგია]].
|}
=== არჩევითი ენები ===
ინსტიტუტის სტუდენტებს საშუალება აქვთ დამატებით შეისწავლონ აღმოსავლეთისა და [[ევროპა|ევროპის]] 16 ენა.
: ესენია:
{| border="0" width="800"
|
[[არაბული ენა|არაბული]], [[სპარსული ენა|სპარსული]], [[ჰინდი]], [[ურდუ]], [[თურქული ენა|თურქული]], [[ჩინური ენა|ჩინური]], [[იაპონური ენა|იაპონური]], [[კორეული ენა|კორეული]], [[ებრაული ენა|ებრაული]], [[უზბეკური ენა|უზბეკური]], [[ფარსი-ქაბული|დარი]], [[ინგლისური ენა|ინგლისური]], [[ფრანგული ენა|ფრანგული]], [[გერმანული ენა|გერმანული]], [[ესპანური ენა|ესპანური]], [[რუსული ენა|რუსული]].
|}
== ინსტიტუტის დროებითი სტრუქტურა ==
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, ისევე როგორც მთლიანად თავისუფალი უნივერსიტეტი მუდმივი განახლების რეჟიმში იმყოფება და იგი ჯერ-ჯერობით მხოლოდ სამ მთავარ განყოფილებას მოიცავს;<ref>უფრო ვრცელი ინფორმაციის ხილვა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ამ უნივერსიტეტის შემადგენლობაში ერთ-ერთ სუბიექტად შემავალი აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დროებითი სტრუქტურის შესახებ შეიძლება გარეთა ბმულში, რომელიც მოთავსებულია მოცემული სტატიის ბოლო თავში.</ref>
# აკადემიური დეპარტამენტი,
# სასწავლო და სტუდენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტი,
# უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
=== პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტობა ===
ინსტიტუტში დასაქმებულია 85 [[ლექტორი]], მათ შორის 60 [[დოქტორი]] და კანდიდატი, 12 უცხოელი [[პროფესორი]] , ხოლო დღემდე საზღვარგარეთ კვალიფიკაცია 32 პროფესორ-მასწავლებელმა აიმაღლა .
დღიდან დაარსებისა დღემდე თბილისის [[აზია|აზიისა]] და [[აფრიკა|აფრიკის]] ინსტიტუტმა 520 [[ბაკალავრი]] (16 წლის განმავლობაში), 18 [[მაგისტრი]] (4 წლის განმავლობაში), 12 [[დოქტორი]] (8 წლის განმავლობაში) მოამზადა.
=== ინსტიტუტის გუნდი ===
==== მართვა და ხელმძღვანელობა ====
ინსტიტუტი დაარსდა 1991 წლის 14 ივნისს.
* ინსტიტუტის დირექტორი: პროფ. გურამ ჩიქოვანი
* ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე: პროფ. ქერიმ ამოევი
* ინსტიტუტის დეკანი: პროფ. გიორგი კაციტაძე
==== თანამშრომლები ====
* საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობათა დეპარტამენტი: პროფ. მურმან ქუთელია
* სწავლების ხარისხის განვითარების დეპარტამენტი: ნინო ქილარჯიანი
* პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის ოფისი: თინათინ ქაროსანიძე
* უცხოელ სტუდენტთა მომსახურების ოფისი: გიორგი ნარიმანიშვილი
* საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება: თეა გაგნიძე
* რექტორის ოფისი: ქრისტინა აჯიმიანი
* ბიბლიოთეკა: ეკა ქაჯაია, ეთერ ღვინიაშვილი
* კანცელარია: ციური გენძეხაძე
* სტუნდეტთა რეგისტრაციის სამსახური: ოლიკო ბერიძე
* სამდივნო: ნაირა გობეჯიშვილი
== აბიტურიენტთათვის ==
=== მიღების წესები ===
# [[აბიტურიენტი|აბიტურიენტების]] მიღება ხდება საქართველოს [[კანონი უმაღლესი განათლების შესახებ|უმაღლესი განათლების შესახებ კანონით]] განსაზღვრული წესების თანახმად.
# [[საქართველოს მოქალაქე|საქართველოს მოქალაქეებს]], რომელთაც სურთ სწავლა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის [[ბაკალავრიატი|ბაკალავრიატში]] განაგრძონ, უნდა ჩააბარონ [[ერთიანი ეროვნული გამოცდები]].
# თავისუფალ უნივერსიტეტში აბიტურიენტების ჩარიცხვა მოხდება ამ გამოცდებზე მიღებული სკალირებული ქულების საფუძველზე.
=== მისაღები გამოცდები ===
ინსტიტუტის აბიტურიენტებს მოეთხოვებათ [[ქართული ენა|ქართული ენისა]] და ლიტერატურის, ზოგადი უნარებისა და უცხო ენის ჩაბარება. თითოეული საგნისთვის მინიჭებულია შემდეგი კოეფიციენტები:
* ქართული ენა და ლიტერატურა — 3;
* ზოგადი უნარები — 4;
* უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) — 5.
=== აკრედიტაცია ===
თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტს [[2006]] წლიდან გააჩნია [[განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი]]ს სახელმწიფო [[აკრედიტაცია]].
== საგარეო კონტაქტები ==
ინსტიტუტი დაარსების პირველივე წლებიდან აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს აღმოსავლეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან;
# [[სამსუნის უნივერსიტეტი]] ([[თურქეთი]]),
# [[ბეირუთის არაბული უნივერსიტეტი]] ([[ლიბანი]]),
# [[ბალამანდის უნივერსიტეტი]] (ლიბანი),
# [[ალექსანდრიის უნივერსიტეტი]] ([[ეგვიპტე]]),
# [[დამასკოს არაბული ენის შემსწავლელი ცენტრი]] ([[სირია]]),
# [[კაიროს უნივერსიტეტი]],
# [[რას ელ ხიამის დოკუმენტთა და კვლევის ცენტრი]] ([[არაბთა გაერთიანებული საამიროები]]),
# [[ბაღდადის უნივერსიტეტი]] ([[ერაყი]]),
# [[ალეპოს უნივერსიტეტი]] (სირია) და
# [[თიშრინის უნივერსიტეტი]] ([[ლატაკია]], სირია).
გარდა ამისა, ინსტიტუტს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს ასევე [[მალტის უნივერსიტეტი|მალტის უნივერსიტეტთან]], [[მონტანა]]ს და [[ვაშინგტონი]]ს ამერიკულ ([[აშშ]]) და [[ფინეთი]]ს ჰუმანიტარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტებთან, [[სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი|სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტთან]] და [[მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი|მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტთან]] არსებული აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტთან ([[რუსეთი]]).
[[2003]] წელს აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი გახდა [[კულტურათა საერთაშორისო პარლამენტი]]ს წევრი.
[[2004]] წლიდან ინსტიტუტი თანამშრომლობს [[ქსიან-ჯიატონგის უნივერსიტეტი|ქსიან-ჯიატონგისა]] და [[ლანჯუს უნივერსიტეტი|ლანჯუს უნივერსიტეტებთან]] ([[ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა]]).
[[2005]] წელს ინსტიტუტმა მიიღო [[იაპონიის სახელმწიფო გრანტი]] — „[[იაპონური ენა|იაპონურ ენა]]ში კავკასიის კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის“.
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი|ამავე პროფილის სხვა ინსტიტუტები]]
* [[სემიტოლოგია]], [[ისლამოლოგია]], [[ოსმანისტიკა]]
* [[აფრიკანისტიკა]]
== რესურსები ინტერნეტში ==
=== ოფიციალური საიტები ===
* [http://www.freeuni.edu.ge/index.php?m=149 თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი]
* [http://www.freeuni.edu.ge/ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი]
=== პრესა, რეზონანსი ===
* [http://www.publicity.ge/index.php?m=2&newsid=120 რევაზ საყევარიშვილი: „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ასე; უნიკალური პროექტი უმაღლეს განათლებაში“ (21.02.2008)]
[[კატეგორია:საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები]]
|