თელათგორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
საკრებულო - ტერიტორიული ორგანო, replaced: საკრებულო → ტერიტორიული ორგანო using AWB
clean up using AWB
ხაზი 1:
'''თელათგორი''' - [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლის მხარეში]], [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]], [[წინარეხი]]ს [[ტერიტორიული ორგანოთემი|თემში]]. [[მდინარე]] [[კავთურა|კავთურის]] ([[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა [[შენაკადი]]) ხეობაში. ზღვის დონიდან 740 [[მეტრი]], [[კასპი]]დან 18 [[კილომეტრი]]. [[2002]] წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 263 ადამიანი. ისტორიულ წყაროებში გვხვდება თელეთგორის სახელწოდებითაც. სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. ადგილობრივი მოსახლეობა მას „საფუზრების გორას“ უწოდებს.
 
ნამოსახლარს სამხრეთიდან (ფართობი დაახლოებით 15 ჰა) ეკვრის ნაქალაქარი. ნაქალაქარზე დასტურდება ორი კულტურული ფენა (ძვ. წ. III-II და ახ. წ. I-III სს.). ორივე ფენაში გამოვლინდა სახლების ნაშთები, რომლებსაც იატაკი თიხატკეპნილი ჰქონიათ, ხოლო სახურავი კრამიტის.<ref>საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 162</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თელათგორი“-დან