პომიდორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: pt:Lycopersicon, pl:Pomidor, es:Solanum sección Lycopersicon
No edit summary
ხაზი 14:
| commons = Category:Lycopersicon
}}
'''პომიდორი''' (Lycopersicon), ერთ- ან მრავალწლოვანი (ტროპიკებში), ბალახოვანი და ბუჩქბალახოვანი მცენარის გვარი [[ძაღლყურძენასებრნი|ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა]]. ველური ფორმები ნაპოვნია [[პერუ]]ში, [[ვესტინდოეთივესტ-ინდოეთი|ვესტინდოეთშივესტ-ინდოეთში]], [[ეკვადორი|ეკვადორში]], [[ჩილე]]ში, [[კანარის კუნძულები|კანარის კუნძულებზე]], [[ფილიპინები|ფილიპინებზე]]. სამშობლოა [[სამხრეთი ამერიკა]]. [[ევროპა]]ში გავრცელდა XVI საუკუნიდან, [[რუსეთი|რუსეთში]] ცნობილია 1780 წლიდან, [[საქართველო]]ში XVIII საუკუნის II ნახევრიდან. მის აღსანიშნავად ხმარობენ აგრეთვე სიტყვა „ტომატს“. საქართველოში „ტომატს“ პომიდვრის სხვადასხვა სახის კონსერვს უწოდებენ. საქართველოში ყველგან მოჰყავთ ზღვის დონიდან 1700 მ-მდე. პომიდვრის გვარში 3 სახეობაა: [[Lycopersicon peruvianum]], [[Lycopersicon hirsutum]] და [[ჩვეულებრივი პომიდორი]] (Lycopersicon esculentum), რომელშიც 2000-მდე ჯიში და ფორმაა.
 
ჩვეულებრივი პომიდორი ერთწლოვანია, ღერო ჩამწოლი ან სწორმდგომია, სიმაღლით 0,2-3,0 მ, შიშველი ან ოდნავ შებუსული; ფოთოლი კენტფრთართულია; ყვავილედი — მტევანი; ყვავილი — წვრილი, საშუალო ან მსხვილი, ყვითელი, სხვადასხვა ელფერი დაჰკრავს. უმეტესად თვითდამმტვერავია. ნაყოფი — წვნიანი, ორ- ან მრავალბუდიანი, მრგვალი, მობრტყო-მრგვალი, ბრტყელი, ელიფსური, წაგრძელებულ-ოვალური, ქლიავისებრი და მსხლისებრი. ნაყოფი წითელი, ვარდისფერი და სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერისაა, მისი მასაა 20-დან 900გ-მდე და მეტიც. სიმწიფეში შედის აღმოცენებიდან 80-140 დღეში. ნაყოფი შეიცავს (%-ობით): მშრალ ნივთიერებას 4,5-8,1, მათ შორის შაქარს (მონოზებს) 50%, ორგანულ მჟავებს 3,5-8,5, ცელულოზას 0,87-1,7, პექტინოვან ნივთიერებას 0,13-0,23 და სხვა, აგრეთვე ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, სპილენძს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, მანგანუმს, B<sub>1</sub>, B<sub>2</sub>, PP, C ვიტამინებს, კაროტინს და სხვა ნივთიერებებს. იყენებენ კულინარიაში ნედლად და გადამუშავებულს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პომიდორი“-დან