იონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის დამატება: kk:Ион (электроника)
+ლიტერატურა
ხაზი 1:
[[ფაილი:Nitrate-ion-elpot.png|thumb]]
'''იონები''' ([[ბერძნ.]] ion [i̯oːn] — მოსიარულე), ელექტრულად დამუხტული [[ატომი|ატომები]] ან ატომთა ჯგუფები ([[მოლეკულა|მოლეკულები]], [[რადიკალი|რადიკალები]] და სხვა), რომლებიც წარმოიქმნება მათ მიერ [[ელექტრონი|ელექტრონები]]ს (ან სხვადასხვა დამუხტული ნაწილაკის) დაკარგვის ან შეძენის შედეგად. [[მაიკლ ფარადეი]]მ 1834 წელს, როდესაც იკვლევდა მჟავების, ტუტეებისა და მარილების წყალხსნარებზე ელექტრული დენის მოქმედებას, დაუშვა, რომ ასეთი წყალხსნარების ელექტროგამტარობა განპირობებულია იონების მოძრაობით. დადებითად დამუხტულ იონებს, რომლებიც ხსნარებში უარყოფითი პოლუსისაკენ (კათოდისაკენ) მოძრაობენ, ფარადეიმ კატიონები უწოდა, ხოლო უარყოფითად დამუხტულებს, რომლებიც დადებითი პოლუსისაკენ (ანოდისაკენ) მოძრაობენ, — ანიონები. ამის შესაბამისად იონების მუხტის ნიშანი ან დადებითია, ან უარყოფითი, მუხტის სიდიდე დამოკიდებულია ატომის მიერ დაკარგული ან შეძენილი ელექტრონების რაოდენობაზე. მაგ., Na<sup>+</sup>, Ca<sup>+</sup>, Al<sup>3+</sup/>, Cl<sup>−</sup/>, SO<sub>4</sub><sup>2−</sup/>. იონები გვხვდება ნივთიერების ყველა აგრეგატულ მდგომარეობაში — [[აირი|აირებში]], სითხეებში, კრისტალებში.
==ლიტერატურა==
*სტატია „იონები“, ქსე, ტ. 5, გვ.196, თბ., 1980
 
[[კატეგორია:ქიმია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იონი“-დან