როდოპოლისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
==არქეოლოგიური გათხრები==
 
ვარციხის ტერიტორიაზე [[1968]] წლიდან დაიწყო დაზვერვითი სამუშაოები. [[1972]] წლიდან კი ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი ვ. ჯაფარიძე). გამოვლინდა IV-VI სს. კოშკებიანიგალავნითკოშკებიანი გალავნით გარშემოტყმული ციხე-ქალაქის კომპლექსის დიდი ნაწილი. ამ ხანაში ციხე-ქალაქი მნიშვნელოვანი გამაგრებული პუნქტი იყო. ამ დროის არქეოლოგიური მასალა (ძირითადად კერამიკა და მინა) ეგრისის მნიშვნელოვან საშინაო და საგარეო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე მიუთითებს. აღმოცენილი წითელლაქიანი [[კერამიკა]] და ამფორები აქ [[რიონი|რიონ]]-ფასისის გზით უნდა მოხვედრილიყო. ეს გზა, რომელიც [[ანტიკური ხანა|ანტიკურ ხანაში]] იყო ცნობილი, ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე ინარჩუნებდა მნიშვნელობას. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ქალაქ [[არტაშატი]]დან სებასტოპოლისაკენ მიმავლ გზას, რომელიც [[ზეკარი|ზეკარზე]], [[ხანისწყალი|ხანისწყლის]] ხეობასა და ვარციხეზე გადიოდა.
 
გათხრების შედეგად გამოვლინდა აგრეთვე ნაგებობათა ნაშთები, რომლებიც ვარციხის შემდეგი აღმავლობის ხანას (IX-XI სს.) განეკუთვნება. ამ დროის ცხოვრების კვალი მოიცავს IV-VI სს. ციხე-ქალაქის მთელ ტერიტორიას. მოპოვებული მასალიდან საყურადღებოა IX-X სს. მოჭიქული კერამიკა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როდოპოლისი“-დან