ემილი დიკინსონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
ნიუტონმა მას უილიამ უორდსვორტის ნაწერები გააცნო და მის საჩუქარს, რომელიც რალფ უალდო ემერსონის ლექსების პირველ წიგნს წარმოადგენდა, განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდა ემილიზე. მოგვიანებით მან დაწერა, რომ ის, "ვისი სახელიც მამაჩემის სტუდენტმა მასწავლა, საიდუმლო გაზაფხულს შეეხო".<ref name="Hab221">Habegger (2001), 221.</ref> ნიუტონი ძლიერ აფასებდა ემილის, სჯეროდა და აღიარებდა მას როგორც პოეტს. როდესაც ის [[ტუბერკულიოზი]]საგან კვდებოდა, ემილის მიწერა, რომ ისურვებდა მანამ ეცხოვრა სანამ ის იმ დიდებას არ მიაღწევდა, რაც მან უწინასწარმეტყველა.<ref name="Hab221" /> ბიოგრაფებს სჯერათ, რომ დიკინსონის [[1862]] წლის განაცხადი ნიუტონს ეხება — "When a little Girl, I had a friend, who taught me Immortality – but venturing too near, himself – he never returned" ("როცა პატარა გოგონა ვიყავი, მე მყავდა მეგობარი, რომელმაც მასწავლა უკვდავება – მაგრამ გაბედა ძლიერ ახლოს, თავად – აღარასოდეს დაბრუნდა").<ref>Habegger (2001), 218.</ref>
 
დიკინსონი კარგად იცნობდა არა მხოლოდ ბიბლიას, არამედ თანამედროვე ლიტერატურას.<ref>Knapp (1989), 59.</ref> მასზე შესაძლოა გავლენა იქონია ლიდია მარია ჩაილდის წიგნმა "წერილები ნიუ-იორკიდან" (Letters from New York), რომელიც ასევე ნიუტონის საჩუქარი იყო.<ref name="Ford18" /> მისმა ძმამ კი ჰენრი უოდსვორტ ლონგფელოუს "Kavanagh"-ი მისთვის ჩუმად მოიტანა სახლში (რადგან შესაძლოა მამამისი ამას არ დათანხმებოდა)<ref>Sewall (1974), 683.</ref> და [[1849]] წლის ბოლოს კი მეგობარმა მას [[შარლოტ ბრონტე]]ს "ჯეინ ეარი" (Jane Eyre) ათხოვა.<ref name="Hab226">Habegger (2001), 226.</ref> არ არის ცნობილი ჰქონდა თუ არა გავლენა ამ წიგნს, თუმცა როდესაც დიკინსონმა თავისი პირველი და ერთადერთი ძაღლი შეიძინა, მან, პერსონაჟ ჯონ რივერსის ძაღლის საპატივცემულოდ, მას კარლო დაარქვა.<ref name="Hab226" /> ასევე ემილის ცხოვრებაზე ძლიერი გავლენას [[უილიამ შექსპირი]] წარმოადგენდა. მის პიესებთან დაკავშირებით მან ერთ მეგობარს მიწერა: "ამის გარდა სხვას ხელი რას უნდა ჩამოართვა?", ხოლო - მეორეს: "რა საჭიროა რომელიმე სხვა წიგნი?"<ref>Sewall (1974), 700–701.</ref>
 
===ზრდასრულობა და განმარტოება===
[[1850]] წლის ადრეულ პერიოდში დიკინსონმა დაწერა: "ამ ზამთარს ამერსტი მხიარულებით ცოცხალია ... ო, ეს ძლიერ დიდებული ქალაქია!".<ref name="Pic19" /> მალე კი მისი დიდი სიმშვიდე მომდევნო ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მელანქოლიად იქცა. ამერსტის აკადემიის დირექტორი ლეონარდ ჰამფრი უეცრად "ტვინის სისხლსავსეობით" 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.<ref>Sewall (1974), 340.</ref> მისი სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ კი ემილიმ მეგობარ აბია რუთს თავისი დეპრესია გაანდო: "... ზოგი ჩემი მეგობარი წასულია და ზოგიერთს კი სძინავს – სძინავთ ეკლესიის ეზოს ძილით – საღამოს დრო მოსაწყენია – ეს ერთ დროს ჩემი სწავლის დრო იყო – ჩემი დამრიგებელი მიიცვალა, წიგნის ღია ფურცელი და სკოლაში მარტოდარჩენილი მოსწავლე ცრემლებს მადენენ და მე არ შემიძლია ისინი მოვიშორო, არ მოვიშორებდი, რომც შემეძლოს, რადგან ეს არის ერთადერთი ვალი, რომელიც შემიძლია, გარდაცვლილ ჰამფრის გადავუხადო".<ref>Sewall (1974), 341.</ref>